Digest Logo

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1630003306
ჰოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

♈ვერძი

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევარი უკიდურესად არახელსაყრელია მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ერიდეთ რომანტიკულ თავგადასავლებს - მათ შეიძლება არასასურველი შედეგები მოჰყვეს. გაითვალისწინეთ, რომ პარტნიორის უგულებელყოფამ და გაღიზიანებამ შეიძლება საპასუხო აგრესია გამოიწვიოს.

♉კურო

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში შეიძლება, ბევრი პრობლემა შეიქმნას. გაითვალისწინეთ, რომ კომპრომისის გარეშე სიტუაცია უკიდურესობამდე დაიძაბება. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნო, რადგან დროთა განმავლობაში, ყველაფერი მოგვარდება. სიზმარში გატეხილი ჭურჭელი ცუდის ნიშანია.

♊ტყუპები

რთული, დაძაბული დღეა. დღის პირველი ნახევრის ნეგატიურმა ტენდენციებმა შეიძლება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები, შეცდომები და ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. მოსალოდნელია შურიანი ადამიანების ინტრიგები, თუმცა არ უნდა ინერვიულოთ - დღის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა შეიცვლება. საღამო უამრავ სიამოვნებას და სასიხარულო ამბავს მოგიტანთ.

♋კირჩხიბი

ამ დღეს, დიდია სხეულის დაზიანების საფრთხე, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მზად იყავით მოულოდნელი ცუდი ამბის მოსასმენად. ისეთი განცდა გაქვთ, რომ თქვენი ენერგია და სასიცოცხლო ძალები საკმარისი არ არის წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად. გირჩევთ, ახლობლების რჩევებს დაუჯეროთ.

♌ლომი

დღის პირველი ნახევარი უკიდურესად არახელსაყრელია ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. დღის მეორე ნახევრიდან შინაგანი ენერგია მნიშვნელოვნად გაიზრდება და დადებითად აისახება პირად ცხოვრებაზე. ეცადეთ, ეჭვებისგან გათავისუფლდეთ და იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით.

♍ქალწული

ამ დღეს ყოველი სიტყვა ფრთხილად უნდა შეარჩიოთ, რათა საყვარელ ადამიანს, უნებლიეთ, გული არ ატკინოთ. თავი შეიკავეთ მეგობრებთან შეხვედრებისგან, რადგან სიტუაცია შეიძლება, ნებისმიერ წუთს გამწვავდეს. ურთიერთგაგების დეფიციტმა, შეიძლება, საპასუხო უხეშობა გამოიწვიოს. ეცადეთ, მოვლენების ასეთი განვითარება თავიდან აიცილოთ.

♎სასწორი

ყველა თვალსაზრისით, რთული და დაძაბული დღეა. გადაუჭრელი პრობლემები ან შეუსრულებელი ვალდებულებები ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს. შესაძლებელია, რომ ფინანსური ან საყოფაცხოვრებო პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის გაუარესება. ერიდეთ, უცნობ ადამიანებთან დაპირისპირებას და ალკოჰოლურ სასმელებს.

♏მორიელი

ხელსაყრელი დღეა საკუთარი მდგომარეობის შესაფასებლად. ეცადეთ, სიბრძნე, გამძლეობა და გარშემომყოფების მიმართ კეთილგანწყობა გამოიჩინოთ. თქვენი გამჭრიახი გონების და მჭერმეტყველების წყალობით ყურადღების ცენტრში მოექცევით. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმოთ.

♐მშვილდოსანი

დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია არასასურველი შეხვედრა ან უსიამოვნო ამბავი. ვარსკვლავები მშვილდოსან მამაკაცებს ფინანსური ზარალის შესახებ აფრთხილებენ. მშვილდოსანი ქალები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მათი ახალი გატაცება ხანმოკლე იქნება - მოსალოდნელია უკმაყოფილება ან იმედგაცრუება.

♑თხის რქა

ეცადეთ, ნაცნობებისა და მეგობრების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, რომელსაც შეიძლება, არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს. ეცადეთ პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

♒მერწყული

ამ დღის არახელსაყრელმა ტენდენციებმა შეიძლება, სერიოზულად იმოქმედოს პარტნიორის შესახებ თქვენს წარმოდგენაზე. გირჩევთ, ყველა უსარგებლო კავშირი დროულად გაწყვიტოთ და გვერდით მხოლოდ სანდო ადამიანები დაიტოვოთ. თუ სამოგზაუროდ წასვლას აპირებთ, პლანეტები გირჩევენ, რომ გზაში ქურდებს და არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ერიდოთ.

♓თევზები

ეს დღე მშვიდობისა და წინააღმდეგობების გადალახვას განასახიერებს. ეცადეთ, ეჭვებს და ცდუნებებს გაუმკლავდეთ. ბედი თქვენს სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც შემთხვევამ თქვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე ძირეულად შეცვალოს. გირჩევთ, ყველა არასაჭირო კავშირი დროულად გაწყვიტოთ და მხოლოდ სანდო, ერთგული მეგობრები დაიახლოოთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის რთული პერიოდი დგება

3 საუკეთესო დედა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

„ამ პერიოდში ადამიანებს მოუწევთ გარკვეული არჩევანის გაკეთება" - როგორი იქნება სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი