რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს გამძლეობა და სიმტკიცე თქვენი მთავარი დამხმარე უნდა გახდეს ყველა საკითხში. შესაშური შრომისუნარიანობის წყალობით ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ. ახალი საქმის დაწყებისას უკან ნუ იხედებით და მოსალოდნელ სირთულეებს ნუ შეუშინდებით - გახსოვდეთ, რომ ყველა საქმეში წარმატება გელით. პ
ირად ცხოვრებაშიც სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. გირჩევთ, საყვარელი ადამიანების მოთმინება ბოროტად არ გამოიყენოთ.
კურო
ახალი ნაცნობობა ან რაღაც სიახლე თქვენი ცხოვრების წესს რადიკალურად შეცვლის. შეიძლება, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ, თუმცა დაბნეულობამ და პესიმიზმმა სიტუაციის ობიექტურ შეფასებას ხელი შეუშალოს. ეცადეთ, დამშვიდდეთ და საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ.
ტყუპები
ამ დღეს შეიძლება, რაღაც ისეთი მოხდეს, რაც თქვენს საქმეებზე და გრძელვადიან გეგმებზე სერიოზულად იმოქმედებს. ვარსკვლავები საჯარო მოხელეებს ურჩევენ, რომ მუშაობის დროს ყველა წვრილმანი გაითვალისწინონ და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
კირჩხიბი
შეიძლება, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. რაღაც სიახლეს შეუძლია თქვენი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალოს. შინაგანი დაძაბულობა ხელს გიშლით, რომ სიტუაცია რეალურად შეაფასოთ. სანამ საბოლოო დასკვნას გამოიტანთ, უნდა დამშვიდდეთ.
ლომი
გირჩევთ, ამ დღეს საკუთარ ინტუიციას უფრო მეტად დაეყრდნოთ, ვიდრე გამოცდილებას და მეგობრულ რჩევებს. ეცადეთ, პარტნიორებთან ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს დაუფიქრებელი სიტყვით ან ქმედებით არავინ შეურაცხყოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც შეიძლება, ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს.
ქალწული
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალი საქმის დაწყებისას, ყველა ეჭვი დაივიწყოთ და მოსალოდნელ სირთულეებს არ შეუშინდეთ. ამ დღეს წარმატებული იქნებით. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც კარგად გამოგდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იღბალმა შეიძლება, ზურგი გაქციოთ. პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გელით, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.
სასწორი
ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. კომერციულ საქმიანობაში და შემოსავლის ახალი წყაროების ძიებაში წარმატებას რომ მიაღწიოთ, პარტნიორების ან გავლენიანი პირების მხარდაჭერა უნდა მოიპოვოთ. სასწორ ქალებს ახალი ნაცნობობა ან შეხვედრა დაუვიწყარ ემოციებს აჩუქებს.
მორიელი
დღეს შეიძლება, რთული არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. პარტნიორების ან საყვარელი ადამიანების დახმარების იმედი ნუ გექნებათ - ამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. სავარაუდოდ, პირადი პრობლემების მოგვარებას შეძლებთ, მაგრამ იმედგაცრუების განცდას თავს ვერ დაააღწევთ. პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემები გელით, რადგან თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია.
მშვილდოსანი
ამ დღის მოვლენები თქვენს მომავალზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი დაბალ დონეზეა, რაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას არ მოგცემთ. ეცადეთ, მუშაობის დროს სერიოზული შეცდომა არ დაუშვათ, რაც მოულოდნელ შედეგებს გამოიწვევს.
თხის რქა
ამ დღეს პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. საკუთარ თავისა და ახლობელი ადამიანების მიმართ გამოჩენილი პასუხისმგებლობა წარმატებას მოგიტანთ. გირჩევთ, ბედის მოთმინება არ გამოცადოთ - ის უსაზღვრო არაა.
მერწყული
შემოქმედებითი პროფესიის მერწყულებს წარმატებული დღე ელით. ამ დღის დევიზია დიდსულოვნება და სულიერი წონასწორობა. ეცადეთ, ურთიერთობა მხოლოდ უახლოეს ადამიანებთან გქონდეთ, რომლებსაც შეგიძლიათ, როგორც სიხარული, ასევე მწუხარება გაუზიაროთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ფინანსური გარიგებებისთვის. წინა დღეების დაგეგმილი საქმიანობა მცირე, მაგრამ პერსპექტიულ ცვლილებებს გამოიწვევს. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში დასვენების დრო გამონახოთ და გარემო შეიცვალოთ. მზად იყავით უსიამოვნო ამბების მოსასმენად.