რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
რთული დღეა. ვარსკვლავები უფროსებთან ან პარტნიორებთან მოსალოდნელი კონფლიქტის შესახებ გაფრთხილებენ. შესაძლოა, მოულოდნელმა ამბავმა გეგმების შეცვლა გაიძულოთ. არ არის გამორიცხული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები. ეცადეთმ თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება დაგაზარალოთ. განსაკუთრებით ავტომობილის სწრაფ მართვას და მჭრელ საგნებთან ურთიერთობას მოერიდეთ. მეგობრის ან საყვარელი ადამიანის რჩევებს დაუჯერეთ.
კურო
ბაზარში ან მაღაზიაში საყიდლებზე გასვლისას სიფრთხილე გამოიჩინეთ - მოსალოდნელია თაღლითობა ან ფულის დაკარგვა. თავი შეიკავეთ ხორციანი საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარებისგან - გამორიცხული არ არის ინტოქსიკაცია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. საღამოს ნეგატიური ტენდენციები შემცირდება და თავს უკეთ იგრძნობთ.
ტყუპები
ხელსაყრელი პერიოდია ურთიერთობებისთვის. ახალი ნაცნობები ან ძველი კავშირების განახლება გელით. სავარაუდოდ, ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარების უნარი ფინანსურ წარმატებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, თავი შეიკავოთ მოგზაურობისა და მძიმე ფიზიკური შრომისგან. არასასურველია ხორციანი საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღება - შესაძლებელია ინტოქსიკაცია და ჯანმრთელობის პრობლემები.
კირჩხიბი
ეს დღე საოჯახო საქმეებს უნდა დაუთმოთ. ეცადეთ, მხოლოდ სახლი და აგარაკი კი არა, პირველ რიგში, საკუთარი გრძნობები მოაწესრიგოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, მომავალს უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ. დღის მეორე ნახევარში რამდენიმე სიურპრიზი გელით, მათ შორის, უსიამოვნოც.
ლომი
რთული დღეა. ეცადეთ, მეტი სიმტკიცე გამოიჩინოთ, ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდოთ და ცდუნებებს წინააღმდეგობა გაუწიოთ. გირჩევთ, დაგეგმილი შეხვედრები სხვა დროისთვის გადაიტანოთ და სტუმრად მიწვევაზე თავაზიანი უარით უპასუხოთ. სავარაუდოდ, შემთხვევითი ნაცნობობა უსიამოვნებებს მოგიტანთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს - შესაძლებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
ქალწული
ხელსაყრელი დროა ხანგრძლივი მოგზაურობისა და რომანტიკული ურთიერთობისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვა ადამიანების მოსაზრებებს მეტი პატივისცემით მოეკიდოთ და საკუთარი აზრები თავზე არავის მოახვიოთ. გამორიცხეთ ყოველგვარი აგრესია. სავარაუდოდ, მოულოდნელი ნაცნობობა ან ძველი კავშირების განახლება შემოსავლის ახალი წყაროების პოვნაში დაგეხმარებათ.
სასწორი
წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები ახლავს. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, თუმცა მას გაუთვალისწინებელი ხარჯები მთლიანად „ჩაყლაპავს“. ახალი ნაცნობობა შეიძლება სიყვარულში გადაიზარდოს, მაგრამ ეს ურთიერთობა, ტკივილის გარდა, არაფერს მოგიტანთ.
მორიელი
ცვლილებების, გარდაქმნების და მოულოდნელი სიახლეების დღეა. ამ დღეს ბევრი რამის შეცვლას შეძლებთ, თუმცა შედეგებს მოგვიანებით მიიღებთ. შემთხვევით გაცნობილი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. შესაძლოა, სიყვარული იქ იპოვოთ, სადაც არ ელით.
მშვილდოსანი
შესაძლებელია, რომ თქვენი კომუნიკაბელურობა და ადამიანების მიმართ გამოვლენილი ინტერესი დამატებითი შემოსავლის წყაროების პოვნაში დაგეხმაროთ ან მომავალ ფინანსურ წარმატებაზე გავლენა იქონიოს.
თხის რქა
თხის რქა ქალებს ახალი რომანი ან მსუბუქი ფლირტი ელით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენთვის დამახასიათებელმა თავშეკავებამ შეიძლება, თაყვანისმცემლის ობიექტურად შეფასებაში ხელი შეგიშალოთ. თხის რქა მამაკაცებს მოულოდნელი ნაცნობობა ან ძველი კავშირების განახლება პირად ცხოვრებაში დიდ პრობლემებს მოუტანს.
მერწყული
საყვარელ ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება. დღის მეორე ნახევარში მომხდარი უსიამოვნო ამბები, სავარაუდოდ, გეგმების შეცვლას გაიძულებთ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას - ოჯახის უფროსი წევრების რჩევა შეცდომებისგან დაგიცავთ. დროა, მათი სიბრძნე და გამოცდილება აღიაროთ.
თევზები
მშვიდი სამუშაო დღეა, თუმცა ყველაზე მარტივი სამუშაოც კი შეიძლება, მოსაწყენი მოგეჩვენოთ. ეცადეთ, სამუშაოდან ყურადღება გარშემო მყოფ ადამიანებზე გადაიტანოთ და მათში ახალ ღირსებებს აღმოაჩენთ. არ ინერვიულოთ - სამსახურებრივი პრობლემები მალე მოგვარდება, ხოლო თქვენ დაკარგულ წონასწორობას აღიდგენთ. ახლა ყველაზე მეტად ხანგრძლივი და სრულფასოვანი დასვენება გესაჭიროებათ.