Digest Logo

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1625431350
რა გელით 5-ში?

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ყველა თვალსაზრისით წარმატებული დღეა. ვარსკვლავები ფინანსური წინსვლისთვის ხელსაყრელ მდგომარეობას გპირდებიან. ნუ გაუშვებთ ინიციატივას ხელიდან და დახმარებაზე უარს ნუ იტყვით - სანდო ადამიანების რჩევა და მხარდაჭერა სასარგებლო იქნება. მოსალოდნელია მოვლენა ან სიახლე, რომელიც თქვენს საქმეზე სასარგებლო გავლენას მოახდენს.

კურო

აქტიური და ქაოსური დღეა. ისე მოხდება, რომ ყველას ერთდროულად დასჭირდებით. ვინაიდან ნაწილებად ვერ გაიყოფით, ეცადეთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ. სიტუაციის არასწორი შეფასების, დაუფიქრებლად გაცემული დაპირებების ან დატვირთული მუშაობის გამო მოსალოდნელია გართულებები. გირჩევთ საღამო წვეულებაზე გაატაროთ. მოსალოდნელია საინტერესო, დასამახსოვრებელი შეხვედრა. გამორიცხული არ არის, რომ მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით მეგობრებთან გაუგებრობა მოხდეს.

ტყუპები

ეცადეთ ძველი გეგმები, საქმეები და კონტაქტები შეაფასოთ. ახალ პარტნიორებთან ურთიერთობა წარუმატებლად ვითარდება, სამაგიეროდ, ძველ მეგობრებს ან ნათესავებს შეუძლიათ ღირებული რჩევა მოგცენ. ამ დღის მოვლენა ან სიახლე თქვენს საქმეზე ან ჯანმრთელობაზე სერიოზულად იმოქმედებს. განსაკუთრებით ყურადღება შემოქმედებითი პროფესიის ტყუპებს მართებთ.

კირჩხიბი

თავს დილიდან დათრგუნულად იგრძნობთ. შეიძლება მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით მეგობრებთან გაუგებრობა მოხდეს. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლე ძალისმიერი მეთოდებით ამტკიცოთ. ამ დღეს შეიძლება ყველაზე უსიამოვნო წინათგრძნობა ახდეს. გირჩევთ საკუთარი სიტყვები და მოქმედებები აკონტროლოთ.

ლომი

კრიტიკული და პრობლემებით სავსე დღეა, რომელიც თქვენგან მაქსიმალურ აქტიურობას მოითხოვს. დასვენების ნაცვლად, მძიმე მოვალეობებთან გამკლავება მოგიწევთ, მაგრამ საღამოს საშუალება გექნებათ მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად დაისვენოთ.

ქალწული

დროა, ძველი გეგმების დასრულებაზე იფიქროთ. ახალ პარტნიორებთან ურთიერთობა წარმატებას ვერ მოგიტანთ, მაგრამ ძველ მეგობრებს ან ნათესავებს შეუძლიათ ღირებული რჩევა მოგცეთ. მოსალოდნელია მოვლენა ან სიახლე, რომელიც თქვენს საქმეზე სასარგებლო გავლენას მოახდენს. სავარაუდოდ, ახალი ხელშეკრულება წარმატებული იქნება და სარგებელს მოგიტანთ.

სასწორი

ამ დღეს უმჯობესია პირად საქმეებზე და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. ეს შეიძლება რემონტი ან ავეჯის შეძენა იყოს. მარტოხელა სასწორს საინტერესო შეხვედრები, ლამაზი, მაგრამ ხანმოკლე რომანი ელოდება. ვარსკვლავები გირჩევენ თავშეკავებას და ცდუნებებთან გამკლავებას.

მორიელი

დახვეწილი ინტუიცია სწორ მოქმედებებსა და ფხიზელ გაანგარიშებაში დაგეხმარებათ. თქვენი სასიცოცხლო ინტუიცია მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ საქმის ვითარება სწორად შეაფასოთ. თვითკმაყოფილებამ და ამპარტავნებამ შეიძლება, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა გაართულოს. ეცადეთ, სიამაყე დაივიწყოთ და საერთო მიზნების შესაბამისად იმოქმედოთ.

მშვილდოსანი

ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია უბედური შემთხვევა, ტრავმა ან დაზიანება. ნუ ეცდებით, საქმეში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიოთ - ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება დაბრკოლებებს შეგიქმნით. ახალ პარტნიორებთან ურთიერთობა წარუმატებელია, მაგრამ ძველ მეგობრებს ან ნათესავებს შეუძლიათ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარონ.

თხის რქა

მოსალოდნელია მოვლენა ან სიახლე, რომელიც თქვენს საქმეზე სასარგებლო გავლენას მოახდენს. არ არის გამორიცხული, რომ ერთობლივ პროექტში მონაწილეობის წინადადება მიიღოთ, რომელიც კარგ ფულად შემოსავალს გპირდებათ. სავარაუდოდ, თქვენი პირადი ცხოვრება პროფესიულ საქმიანობაზე აისახება, რაც პარტნიორთან ურთიერთობაში გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს.

მერწყული

მშვიდი და ჰარმონიული დღეა, რომელიც აზრებისა და გრძნობების ბალანსს მოგიტანთ. მშვიდ გარემოში შეძლებთ მიმდინარე საქმეებს გაუმკლავდეთ და ყველაზე რთული სიტუაციებიდან გამოსავალი იპოვოთ. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი ოჯახთან, ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად დასვენებას დაუთმოთ.

თევზები

წინააღმდეგობრივი დღეა. ფრთხილად იყავით და საკუთარი სიტყვები აკონტროლეთ. მოსალოდნელია ახლობლებთან კონფლიქტი და გაუგებრობა ეჭვიანობის საფუძველზე. ნუ ნერვიულობთ - თქვენი უსიამოვნო წინათგრძნობა უსაფუძვლოა.