Digest Logo

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1628192845
6 დეკემბერი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

♈ვერძი

ხელსაყრელი დღეა ქორწინების, ოჯახური ურთიერთობებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია. შესაძლებელია, დღის დასაწყისში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და პარტნიორებს ზედმეტი პრეტენზიები არ წაუყენოთ. ეცადეთ, ოჯახის წევრებთან ან ახლობლებთან ძველი დავა დაასრულოთ.

♉კურო

სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. ამ დღეს თქვენ უამრავ სასიამოვნო კომპლიმენტს მოისმენთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ, მაგრამ საღამოს მსუბუქი დეპრესია დაგეუფლებათ. ეცადეთ სიბრძნე და ტაქტი გამოიჩინოთ - ეს ერთადერთი საშუალებაა საყვარელ ადამიანთან მიმართებით დაუფიქრებელი მოქმედების ასაცილებლად.

♊ტყუპები

სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია. ხელსაყრელი დღეა ვარჯიშის, ახალი საქმის დაწყების, მშენებლობისა და რემონტისთვის. კომერციული გარიგებები წარმატებული იქნება. ასე რომ, თუ დიდ შესყიდვას გეგმავთ, ეს დღეს უნდა გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია განწყობის გაუარესება და მსუბუქი დეპრესია, მაგრამ ეცადეთ, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ. შეგიძლიათ ახლობელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ.

♋კირჩხიბი

ეცადეთ, პირადი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ. წინდახედულება, სიბრძნე და თავშეკავება დაუფიქრებელი მოქმედებებისგან დაგიცავთ.

♌ლომი

ლომი მამაკაცებისთვის არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი დაბალ დონეზეა, რაც უფროსებთან ან პარტნიორებთან გაუგებრობას და შესაძლოა, კონფლიქტსაც კი გამოიწვევს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები. მოულოდნელი ამბავი ან პარტნიორთან შეხვედრა ლომ ქალებს გეგმების შეცვლას აიძულებს. თავი შეიკავეთ მშვილდოსანთან და ვერძთან ურთიერთობისგან.

♍ქალწული

რთული დღეა. ვარსკვლავები უფროსებთან ან პარტნიორებთან შესაძლო კონფლიქტის დ უცნობი ადამიანების მხრიდან გამოვლენილი აგრესიის შესახებ გაფრთხილებენ. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ერიდეთ ავტომობილის სწრაფად ტარებას და მჭრელ ხელსაწყოებს. გაითვალისწინეთ, რომ პარტნიორის შესახებ მცდარმა წარმოდგენამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.

♎სასწორი

ვარსკვლავებს გირჩევენ, ახალ ნაცნობებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ. ახლობელ ადამიანებთან ამპარტავნებისა და ამბიციურობის გამოვლენა არასასურველია. გაითვალისწინეთ, რომ თუ ამ დღეს ავად გახდით, დაავადება რთული და ხანგრძლივი იქნება. სიზმრები პირიქით უნდა განიმარტოს.

♏მორიელი

ამ დღეს თქვენი ინტუიცია და წინასწარმეტყველების ნიჭი გაძლიერდება. უახლოესი მომავლის პროგნოზირებას სწორად შეძლებთ და მოვლენების არსში შესანიშნავად გაერკვევით. უარს ნუ ეტყვით ადამიანს, რომელიც დახმარებისთვის მოგმართავთ. საყვარელი საქმის კეთება დაძაბულობისგან გაგათავისუფლებთ.

♐მშვილდოსანი

არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, რამაც ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას, რამაც შეიძლება თავად დაგაზარალოთ. სასურველია, საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად, ბუნების წიაღში გაატაროთ.

♑თხის რქა

განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა გელით. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია. ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ ხელსაყრელი დღეა სავაჭრო გარიგებებისა და სარისკო ოპერაციებისთვის. შეგიძლიათ მეგობრებისა და გავლენიანი მფარველების იმედი გქონდეთ - მოკავშირეების დარწმუნების უნარი წარმატებას მოგიტანთ.

♒მერწყული

ეს დღე სულიერი ჰარმონიით, წონასწორობითა და სამართლიანობით დაგამახსოვრდებათ. ეცადეთ, ყურადღება მთავარ საკითხებზე გაამახვილოთ და მეორეხარისხოვანი პრობლემების მოგვარებაზე დრო არ დაკარგოთ. თავი შეიკავეთ ხანგრძლივი მოგზაურობის და მძიმე ფიზიკური შრომისგან. თუ შესაძლებელია, სასურველია ყველანაირი ურთიერთობა გამორიცხოთ.

თევზები

მძიმე დღე გელით. განწყობის ცვალებადობა ან გულუბრყვილობა ყველაზე მარტივ დავალებებთან გამკლავებაშიც კი ხელს შეგიშლით. არ არის გამორიცხული ფინანსური კრიზისი. ეცადეთ, ფინანსური ხარჯები აკონტროლოთ, თუმცა ადამიანს, რომელიც დახმარებას გთხოვთ, უარს ნუ ეტყვით. მოწყალების გაღება მორალურ კმაყოფილებას მოგანიჭებთ.