ასტროლოგ ხათუნა ნოელის პროგნოზით, დღეს და ხვალ კონფლიქტური და წინააღმდეგობით სავსე დღეებია. ის ამ ორი დღის განმავლობაში ახალი საქმეების დაწყებისგან თავის შეკავებას გირჩევთ:
„დღეს და ხვალ ფრთხილად! მერკური მზის შეერთებას კვადრატი აქვს ურანთან. ვინც ვერ ერკვევით გეტყვით, რას იწვევს: ამ დროს ავარიული დღეებია, ასევე გეგმები იშლება, ხშირია მოულოდნელი წინააღმდეგობები და უეცრად გამომხტარი პრობლემები. ურთიერთობაც კონფლიქტურია. ერთმანეთს ვერ ვუგებთ, სასიყვარულო თემები შეიძლება მკვეთრად დაიძაბოს.
ხელშეკრულებებს ეს ორი დღე ხელს არ ვაწერთ, გასაუქმებელი გახდება. ნებისმიერი სიახლე ახლა რთული შესაგუებელი და ნაკლებად რეალიზებადია.
ზეგ უკვე დაიწყებს დალაგებას. თუმცა საბოლოოდ 15 აგვისტოს დასრულდება ეს ნეგატივი. ჰო, ვიცი, მკითხავთ და აქვე გეტყვით-ტექნიკის ყიდვას 28 აგვისტომდე არ გირჩევთ, ამ და სხვა დაძაბული ასპექტების გამო“, - წერს ასტროლოგი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ასტროლოგი: ელოდეთ მოულოდნელი სასიყვარულო კავშირების აღმოცენებას
როგორი იქნება ზაფხულის ბოლო თვე ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის?
მარსი ქალწულის ზოდიაქოში გადავიდა - ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება ეს მოვლენა პოზიტიური?