Digest Logo

ასტროლოგი: ელოდეთ მოულოდნელი სასიყვარულო კავშირების აღმოცენებას

1627979236
მარტის ჰოროსკოპი

კოსმოსში ისევ დიდი ცვლილებებია. თურმე ხვალ 4 აგვისტოს ვენერასა და ურანის ტრინი თავისი მოქმედების მაქსიმუმს აღწევს. ახლა გეტყვით რას მოიტანს ეს მოვლენა აქ დედამიწაზე. მოკლედ ასტროლოგი ხათუნა ნოელი ამბობს რომ 7 აგვისტომდე, მოულოდნელი სასიყვარულო რომანები გაჩაღდება და ძალიან სწრაფად განვითარდება.

„ხვალ, 4 აგვისტოს, ვენერასა და ურანის ტრინი აღწევს თავისი მოქმედების მაქსიმუმს. ვისაც ეს ასპექტი რუკაში გაქვთ, ხელსაყრელი პერიოდი გიდგათ ფინანსურ სფეროში და სასიყვარულო თემებში სასიკეთო ცვლილებების გასატარებლად.

ძალზე კეთილსიმყოფელი იქნება ასპექტი მათთვისაც, ვისაც კუროს ან ქალწულის 13-15 გრადუსების ფარგლებში გყავთ რაიმე პლანეტები.

თუ ვენერა- ურანის კვადრატი ან ოპოზიცია გაქვთ, შესაძლოა ისეთი კარგი ვეღარ იყოს, თუმცა რაღაც შანსებს მაინც თქვენც მოგცემთ.

ამ ტრანზიტისთვის ასევე მახასიათებელია მოულოდნელი სასიყვარულო კავშირების აღმოცენება. არაა გამორიცხული, რომ აქამდე არსებული მეგობრობა რომანტიულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. თუმცა ყურადსაღებია ისიც, რომ ამ დროს წამოწყებული რომანები მიუხედავად იმისა რომ ძალიან სწრაფად და შთამბეჭდავად ვითარდებიან, როგორც წესი, არ გამოირჩევიან გამძლეობით და მალევე ამოწურავენ ხოლმე თავს.

ბიზნესისს სწორედ ახლა ძალზე წაადგება ახალი, ნოვატორული იდეები. შესაძლოა ისინი თქვენი მეგობრებისაგან, ან გამოცდილი ადამიანებისაგან მოისმინოთ. შესაძლოა მიიღოთ მცირე ფინანსური დახმარება მეგობრისაგანაც. არაა გამორიცხული რაიმე შენაძენის გაკეთება განსაკუთრებით კი თანამედროვე ტექნიკის (ურანი)
ტრანზიტის გავლენა 7 აგვისტოს დასრულდება“, - წერს ხათუნა ნოელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მზარდი ეკონომიკა - ანუ გუშინ 120 სმ იყო და დღეს 122 სმ-ია, ბამბუკია?“

ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენს დოპინგი აღმოუჩინეს

„ცხოვრებაში წყალი არ დამილევია, არც გამისინჯავს...“ - სალომე გოგიაშვილი