Digest Logo

ასტროლოგის გაფრთხილება: 2 სექტემბერს მარსის და ნეპტუნის ოპოზიციის პიკია

1630516791
ჰოროსკოპი

ასტროლოგ დავით ნიბლაძის თქმით, 2 სექტემბერს მარსის და ნეპტუნის ზუსტი ოპოზიციის დღეა. ნიბლაძე ადამიანებს ამ დღის მშვიდად გატარებას და დაფიქრებას ურჩევს. 

„2 სექტემბერს მარსის და ნეპტუნის ზუსტი ოპოზიციის დღეა (პიკი - 21:42სთ).

შეგიმჩნევიათ ისეთი დღეები, როდესაც თითქოს ყველა დემოტივირებული, მოდუნებული და ქაოსურია? ზუსტად ამ ტენდენციებს გვაძლევს ეს ასპექტი.

ასეთ დღეებში რთულია მიზნების მკაფიოდ დანახვა, ამიტომ არ ღირს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და გრძელვადიანი გეგმების შედგენა. დიდად არც შეხვედრებია ხოლმე ნაყოფიერი. ჯობია მშვიდად, რუტინულად მუშაობა და სხვებზე ზრუნვა. ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობა შესაძლოა, პასიურ აგრესიაშიც გადაიზარდოს. ამიტომ თუ შეატყობთ, რომ რამე არ გამოდის, თავს ნუ შეაკლავთ. დაისვენეთ და საქმეს მოგვიანებით მიუბრუნდით.

თუ მარსი-ნეპტუნის ოპოზიცია დაბადების რუკაში გაქვს, ყოველთვის მიაქციე ყურადღება შენში დაუცველობის შეგრძნებას, აკონტროლე, რამდენად ზუსტად იცი, რა გსურს და როგორია შენი მოქმედების სტრატეგია. ნუ მისცემ საკუთარ თავში დაურწმუნებლობას იმის საშუალებას, დანებდე და უარი თქვა იმაზე, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. ეცადე, ადამიანებს მარტივად არ მიენდო და ყოველთვის გაგაჩნდეს შენი პოზიცია.

საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და დაბალი თვითშეფასება ბევრი ე.წ. „ენერგო-ვამპირი“ ადამიანისთვისაა შესამჩნევი, რასაც ისევ შენ საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. იმისთვის, რომ ასეთმა ადამიანებმა ენერგია არ გამოგაცალონ, მათთან ურთიერთობისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. დიდი ალბათობით, ხშირად მოგიწევს საკუთარი თავის დაცვა.

განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია მორალური და ეთიკური ნორმების დაცვა, საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინება და კრეატიულობის გამოვლენა ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ცეკვა, მუსიკა, ხატვა, პოეზია. ამასთან ერთად, აუცილებელია ძლიერი მამაკაცისა და მიმზიდველი ქალის სტერეოტიპებისგან გათავისუფლება. ამ ასპექტის მქონე ადამიანებს სრულიად განსხვავებული დახვეწილობა და მისტიკური სექსუალურობა ახასიათებთ.

გათავისუფლდი ჩარჩოებისგან და იყავი შენებურად სასურველი. წარმატებულ შემოდგომას გისურვებთ!“. - წერს ასტროლოგი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ყველაზე ცუდი დიასახლისები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

🔵ზოდიაქოს ტოპ 3 ყველაზე ჭკვიანი ნიშანი

🔵სექტემბერი ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის ყველაზე იღბლიანი იქნება

წყარო: www.facebook.com