როგორი იქნება 31 დეკემბერი, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ და რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელი დღის შესახებ.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვირჩევს:
დღეს მოიმატებს ემოციურობა და აგრესია, მაგრამ ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და სიხარულით შეხვდეთ ლითონის თეთრი ხარის (აღმოსავლურ კალენდარში კამეჩის) წელიწადს. დატოვეთ ყველა პრობლემა ძველ წელიწადში, დაანთეთ სანთელი და დალოცეთ ყველა, გადაუხადეთ უფალს მადლობა მიღებული მადლისთვის და ჩაიფიქრეთ სურვილები მომავალი წლისთვის.
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 17:46-დან 23:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური ნიჭის გამოავლენად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად, ახლობლებთან ურთიერთობისა და ძველი კონტაქტების აღსადგენად. ნაკლებად გაამართლება ახალი საქმის დაწყება, საცხოვრებლის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, კუჭს და ხერხემალს. აკონტროლეთ საკვების, სასმელის ხარისხი და მოერიდეთ მსუნაგობას.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ვერცხლიფერი, ზურმუხტი, აგატი, გიშერი, ყვითელი იასპი და ოპალი, გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
წყარო: fortuna.ge