ასტროლოგები ხათუნა ნოელი და რამაზ გიგაური იუპიტერის რეტროგრადული მოძრაობის შესახებ წერენ, რომელიც დღეიდან დაიწყო და 18 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს:
ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს:👇
„დღეს, 20 ივნისს, თევზების 02°11'-ზე იუპიტერი უკუსვლით მოძრაობაზე გადავიდა. ყველა წამოწყება, რაც საქმეების გაფართოებასთანაა დაკავშირებული, სჯობს გადადოთ ოქტომბრის მეორე დეკადის ჩათვლით. წამოწყებებს მხოლოდ მათთვის ექნება აზრი, ვისაც ნათალურ რუკაში იუპიტერი რეტრო ჰყავს. მათთვის მშვენიერი დრო დადგა სოციალური და ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად, თუკი ისინი იუპიტერიანულ თემებთან რეზონირებენ - განათლება, თვალსაწიერის გაფართოვება, იურიდიული საკითხები, რელიგია, ფილოსოფია, ქველმოქმედება, საერთაშორისო ურთიერთობები, გასტროლები, საგამომცემლო საქმიანობა და გამოძიებაც კი შეგიძლიათ აგრეთვე მონაწილეობა მიიღოთ რელიგიურ, კულტურულ, ან უბრალოდ პოპულარულ ღონისძიებებში. ეს საგრძნობლად წაადგება თქვენს საქმეს, თქვენს იმიჯს.
დირექტული იუპიტერის პატრონებს კი პირიქით - ამ ხნის მანძილზე რაკომენდაციას გავუწევდი ნაკლები აქტიობა გამოეჩინათ კარიერული წინსვლისათვის ზრუნვაში, იურიდიული საკითხების მოგვარებაში, უცხოეთთან ახალი კავშირების მოძიებაში და ახალ საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვაში.
აჯობებს ეს პერიოდი გამოიყენოთ, მაგალითად:
თუ რაღაც მიზეზების გამო მიატოვეთ უმაღლესში სწავლა და ახლა გული გწყდებათ ამაზე, შეგიძლიათ სწორედ ახლა აღადგინოთ.
ან თუ წამოწყებული უცხო ენების შესწავლის განახლება გინდათ;
თუ უცხოეთში გამგზავრება გადადეთ და არ წახვედით;
ან თუ გსურთ, სულელური მიზეზის გამო გაფუჭებული ურთიერთობა აღადგინოთ ძველ მეგობართან - დღეიდან შესანიშნავი შანსები მოგეცემად საამისოდ!
მოკლედ - აჯობებს ეს 5 თვე უკვე წამოწყებული საქმეების დასრულებისთვის გამოიყენოთ,“- წერს ხათუნა ნოელი.
რამაზ გიგაური წერს:👇
„ასტროლოგიაში - პლანეტის რეტროგრადული მოძრაობა გარკვეულწილად წარსულს უკავშირდება. ეს არის არა მომავალზე (დირექტიული მოძრაობა), არამედ წარსულზე ორიენტირება (რეტროგრადული მოძრაობა). ნებისმიერი პლანეტის რეტროგრადული მოძრაობის დაწყება ამ პლანეტის ასტროლოგიური ფუნქციასთან დაკავშირებით განვითარების დამუხრუჭებაზე და წინსვლის პროცესის შენელებაზე მიუთითებს. თუმცა ეს ასევე იძლევა წარსულის ანალიზის უნარს და შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას (სწორედ ამიტომ პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა კარმულ ასტროლოგიასთან არის კავშირში).
იუპიტერი რეტროგრადულ მოძრაობას 20 ივნისიდან (2021) დაიწყებს და ეს ციკლი 18 ოქტომბრამდე (2021) გაგრძელდება.
იუპიტერი - ასტროლოგიაში უკავშირდება: გამარჯვებას, წარმატებას; თვალსაწიერის, ჰორიზონტის, ცნობიერების გაფართოვებას; რელიგიას, რწმენას, იდეოლოგიას; განვითარებას; ოპტიმიზმს; განათლებას; ექსპანსიას; ფასეულობებს; პატივს, დიდებას; საგამომცემლო საქმიანობას; იმპორტს; უცხოეთს, უცხოელებს; მოგზაურობა-ემიგრაციას და ა. შ.
სწორედ ამიტომ ამ მიმართულებით მოსალოდნელია გარკვეული დამუხრუჭების შექმნა. არ არის სასურველი სარისკო, მსხვილი ინვესტიციები, რომლის შედეგის მიღება ოთხ თვეზე ნაკლებ დროში გვინდა. ყურადღებას ითხოვს იურიდიული საკითხები და ხელშეკრულებების გაფორმებისას საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ყველაფერი ისე იყოს დოკუმენტში გაწერილი, როგორც ჩვენ გვინდა. თუმცა ეს კარგი პერიოდი იქნება მიღებული ცოდნის თუ ინფორმაციის გადასინჯვისთვის, ამის პრაქტიკული კუთხით გამოყენებისთვის. შეწყვეტილი სწავლის გაგრძელებისთვის და საერთოდ, იუპიტერის ზემოთ ჩამოთვლილი თემებთან დაკავშირებით ადრე დამუხრუჭებული ან გადადებული პროექტებისთვის განახლებისთვის, მათში ახალი ენერგიის ჩადებისთვის, ასევე ამ მიმართულებით დაშვებული შეცდომების გააზრებისთვის და გამოსწორებისთვის.
ეს პერიოდი საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ ყველა ჩვენს მეთოდს და მიდგომას, რომლითაც წარმატების მიღწევას ვლამობდით და არ გამოგვივიდა და მათში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ.
ზოდიაქოს ნიშნების კუთხით ეს პერიოდი საყურადღებო იქნება:
1. თევზებისთვის (განსაკუთრებით თევზების პირველი დეკადაში დაბადებულებისთვის);
2. მერწყულებისთვის (განსაკუთრებით მერწყულის მესამე დეკადაში დაბადებულებისთვის);
3. ქალწულებისთვის (განსაკუთრებით ქალწულის პირველი დეკადაში დაბადებულებისთვის);
4. ლომებისთვის (განსაკუთრებით ლომის მესამე დეკადაში დაბადებულებისთვის);
5. მშვილდოსნებისთვის;
6. ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში იუპიტერი დომინანტი აქვთ და ძლიერი განთავსება აქვთ.