ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, დღეს მაღალია მოტყუების და საკუთარ ილუზიებს აყოლის ალბათობა. მაქსიმალურად შეამცირეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობა, არ ღირს ახალი კონტაქტების გაბმა და ფინანსური პრობლემების მოგვარება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას.
გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, ზღვის და რძის პროდუქტით. მოერიდეთ სიმძიმის აწევას და ფეხზე დიდხანს დგომას, გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემას და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. სხვებზე შეუძლოდ იგრძნობენ თავს ტყუპები, მშვილდოსანი და თხის რქა.
დღის ფერები – ლურჯი, ცისფერი, ყვითელი, იისეფრი და ფირუზისფერი.
დღის მინერალები - გიშერი, საფირონი, ლაზურიტი, სერდოლიკი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.
წყარო: fortuna.ge