Digest Logo

დღის რჩევა: კარგი დღეა შერიგებისა და ძველი ურთიერთობის აღსადგენად

1635916164
ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, უშიშარი და მებრძოლი მორიელის, მთვარე კი, ეთიკური და ელეგანტური, სამართლიანი და დიპლომატიური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად, მნიშვნელოვანი და საკამათო საკითხების გადასაჭრელად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლოში სარჩელის შესატანად, შერიგებისა და ძველი ურთიერთობის აღსადგენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად,

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას. თავი შეიკავეთ თაფლის, თხილის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისა და მკურნალობის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას და თირკმელებს.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ყვითელი, ბეჟი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, აკვამარინი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი შემდგომი სირთულეების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ემიგრანტებს ვანდოთ არჩევნები, მათ ჰკიდიათ კონკრეტული სახელები“ - ნიკა გრიგოლია

🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება

🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს

🔵„ცის კაბადონზე ერთთვიანი შტურმია გამოცხადებული“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ყველა ნიშანს

🔵„მითხარი, რა ხარ... გაიმეორე, თორემ დაგარტყამ...“ - ბათუმში მოსწავლე თანატოლებმა სცემეს, აგინეს, ვიდეო გადაუღეს და ტიკტოკზე ატვირთეს