„ტვ პირველის“ ცნობით, ბათუმში მერვე კლასის მოსწავლე რეინჯერების ძველ რესტორანში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს.
სავარაუდოდ, არასრულწლოვნები 13 წლამდე გოგოს აგინებდნენ და ფიზიკურად უსწორდებიან.
არასრულწლოვნებმა სასტიკი ფაქტი მობილურით გადაიღეს და სოციალურ ქსელ ტიკტოკზე გაავრცელეს.
„მითხარი, რა ხარ... მითხარი მეთქი, რა ხარ, კიდე გაიმეორე, თორემ დაგარტყამ კიდევ ერთხელ“, - მიმართავს მოძალადე არასრულწლოვანი თანატოლს.
სკოლის დირექტორის ინფორმაციით, დაზარალებულის მშობლებმა შსს-ს უკვე მიმართეს. მისივე თქმით, ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵სააკაშვილს სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს - იუნა შაფათავა
🔵ქართველი სკანდალური ქალები, რომლებმაც თავი უცხოეთს შეაფარეს
🔵ქართველი პოლიტიკოსების საყვარლები - სკანდალური ისტორიების უცნობი დეტალები