Digest Logo

„ეს მოვლენა ამ წელში ბოლოჯერ ხდება - ამიტომ კარგად დაფიქრდით, რას იტყვით, შესაძლოა, ინანოთ!“ - ასტროლოგი დავით ნიბლაძე

1632732279
ქალის შავ-თეთღი ფოტო

ასტროლოგი დავით ნიბლაძე წერს რომ კომუნიკაციების მმართველი პლანეტა უკუმავალი ხდება, რომელიც ურთიერთობებში გაუგებრობას შეიტანს და კონფლიქტებს წარმოქმნის.

ასტროლოგი ადამიანებს ურჩევს არ აჩქარდნენ, დაუფიქრებლად არაფერი წამოიძახონ და ასჯერ გადაამოწმონ მიღებული ინფორმაცია. მისი თქმით, შესაძლებელია თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვა სანანებელი გაგიხდეთ და გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ.

„მერკურმა მე თქვენი არჩევნები, წინასაარჩევნო კამპანიები და ხმების დათვლა არ ვიცი, თქვენ კარგად იყავით, მე წავედი უკანო.

27 სექტემბრიდან 18 ოქტომბრამდე მერკური უკუსვლით იმოძრავებს (დედამიწასთან მიმართებით, რა თქმა უნდა. პლანეტები რეალურად უკან არ მოძრაობენ).

2021 წელს მერკურისთვის ეს ბოლო რეტროგრადულობაა.

რეტრო მერკური ამჯერადაც ისევ ჰაერის ნიშანში გვაქვს (როგორც წინა ორი - მერწყულსა და ტყუპებში). ამჯერად კომუნიკაციისა და გონების მმართველი თავად ვენერას ნიშანს, სასწორს გადის. როგორც ვიცით, სასწორი ბალანსსა და ურთიერთობებზე ორიენტირებული ნიშანია. შესაბამისად, სწორედ ურთიერთობები იქნება რეტრო მერკურის ყურადღების ცენტრში. მოგვიწევს, თვალი გადავავლოთ ერთი ერთზე ჩვენს კომუნიკაციის, საუბრის, მოსმენისა და გაგებულის გააზრების უნარებს. დროა, მივუბრუნდეთ გაურკვევლობებს, რომელიც თითქოს წარსულში მოვიტოვეთ, მაგრამ დღემდე მაინც ახდენს გავლენას. დროა, შევაფასოთ, გავაანალიზოთ, გამოვასწოროთ... საუბარი არამხოლოდ სასიყვარულო პარტნიორზე, არამედ მეგობრებზე, ოჯახის წევრებსა და თანამშრომლებზეცაა, მოკლედ ყველა იმ ადამიანზე, ვისთანაც გვიწევს ახლო შეხება. ეს არის ნიბისმიერ ურთერთობაში გაურკვევლობებისა და ქაოსის დალაგების დრო (თუმცა ამავე დროს, თავად რეტრო მერკურმა შეიძლება მოიტანოს ქაოსიც და გაურკვევლობებიც). დავფიქრდეთ, როგორ შეგვიძლია კომუნიკაციის ჰარმონიზაციასა და მეტ პროდუქტიულობას მივაღწიოთ?

ცვლილებების საჭიროებას, დიდი ალბათობით, უფრო მძაფრად ვიგრძნობთ სექტემბრის ბოლო - ოქტომბრის პირველ რიცხვებში მერკურის პლუტონთან კვადრატის გამო. კარგი იქნება თუ შევაფასებთ ჩვენი საჭიროებების გამოხატვის ფორმებსა და პარტნიორის ნათქვამის ჩვენი მხრიდან ინტერპრეტირების პროცესს. ჯობია, ცოტა ტემპი დავაგდოთ, თვალი გადავავლოთ გასულ პერიოდს, გავაკეთოთ ანალიზი და კორექციები შევიტანოთ საჭიროების მიხედვით. ოღონდ, ახლა გარჩევების დრო ნამდვილად არ არის. როდესაც ანალიზსა და გამოსწორებაზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება. ამ დროს თუ იმას მოვინდომებთ, რომ საქმის გარჩევა და პრობლემების მიზეზების გადაბრალება დავიწყოთ, აი, აქ ნამდვილად ნეგატიურად ამუშავდება რეტრო მერკური და უფრო მეტ პრობლემასაც მოგვიტანს. ვერც ჩვენ გავაგებინებთ ვერაფერს და ვერც ჩვენ გავიგებთ სწორად ნათქვამს. რეტრო მერკური უფრო მეტად „შიდა სამუშაოებში“ დაგვეხმარება, რაც ისევ და ისევ, ჩვენივე კომუნიკაციის ფორმებს ეხება. საუბარი და ახალი შეთანხმებები მერე, როდესაც მერკური დირექტიული გახდება

დაახლოებით 5-10 ოქტომბრის მონაკვეთში მერკური მარსთან შეერთდება. ამ დროს გაცილებით მეტი ყურადღების გამახვილება დაგვჭირდება იმაზე, რას ვამბობთ, უფრო სწორად, როგორ ვამბობთ. ასეთ დროს სიტყვები ნამდვილად ცეცხლსასროლ იარაღს ემსგავსება. დავუკვირდეთ რას და როგორ ვამბობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიანებით დიდი ალბათობით მოგვიწევს, ვინანოთ ჩვენი სიტყვები. ამ დღეებში, სანამ რამეს ვიტყვით, ჯობია, კარგად დავფიქრდეთ ან საერთოდ გავჩუმდეთ

მერკურის უკუსვლის დროს კიდევ ერთი, რისგანაც თავი მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ, ეს არის ზედმეტად აჩქარება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი გამოგვრჩეს, ამით კი საქმე სერიოზულად დავაზიანოთ. დიახ, მერკურის უკუსვლის პერიოდში ეშმაკი ზუსტად დეტალებშია.
მგზავრობას თუ გეგმავ, რამდენიმეჯერ გადაამოწმე დეტალები და წინასწარ გაითვალისწინე მეტი დრო თავის დაზღვევის მიზნით;

მნიშვნელოვან ი - მეილს სანამ გაგზავნი, კიდევ ერთხელ გადაიკითხე ტექსტი და ისიც შეამოწმე, ფაილის მიმაგრება ხომ არ გავიწყდება;

ჯობია, თავს თუ შეიკავებ, მაგრამ რამის ყიდვას თუ აპირებ, ფასი, დამატებითი ხარჯები, ტექნიკური მახასიათებლები და სხვა დეტალები ზედმიწევნით შეისწავლე.

მოკლედ, ყველგან დეტალები, დეტალები და დეტალები...

მერკური უკუსვლას სასწორის 25°28-დან დაიწყებს და ისევ სასწორის 10°07’-ზე დაასრულებს,“ - წერს დავით ნიბლაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ბატონო გახარია, პარტიაში დუქნის კონტინგენტით შორს ვერ გაფრინდებით…“ - იუნა შაფათავა

🔵უკეთესია ბობოქარ ქალთან ცხოვრება, ვიდრე მოსაწყენთან... დახრჩობის სურვილი ხშირად უჩნდებათ, სამაგიეროდ არ ეყრებიან - რუსუდან მუმლაძე

🔵„არჩევნების შედეგების მიუხედავად, 3 ოქტომბრიდან მიტინგები და დაძაბულობა დაიწყება“ - მიხეილ ცაგარელი