ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ ზოდიაქოს ნიშნებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თითოეული ნიშნისგან რამდენიმე თვისებას აიღებდა, რითაც საბოლოოდ შესანიშნავ პიროვნებას „შექმნიდა“.
„ხშირად მეკითხებიან, რომელი ზოდიაქოს ნიშანი გინდათ რომ იყოთო, მე კი ვპასუხობ: მინდა არა რომელიმე ცალკეული ნიშანი, არამედ შევქმნა სინთეზი. მაგალითად:
ვერძისგან - ბრძოლისუნარიანობას ავიღებდი, მებრძოლი ნიშანია,
კუროსგან - ერთგულებას,
ტყუპებიგან - კომუნიკაბელურობასა და ორატორობას,
კირჩხიბისგან - ინტუიციას და პატრიოტობას,
ლომისგან - ჭეშმარიტ სიყვარულს,
ქალწულისგან - ორგანიზებულობას და შრომისუნარიანობას,
სასწორისგან - დიპლომატიას,
მორიელისგან - ორგანიზატორულ ნიჭს,
მშვილდოსნისგან - გონებამახვილობას და ოპტიმიზმს,
თხის რქისგან - მოთმინების უნარიანობას,
მერწყულისგან - ორიგინალურ და არასტანდარტულ იდეებს
თევზებისგან კი - ქველმოქმედებას ავიღებდი.