რამდენიმე წუთი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი მოხიბლოთ? ოდესმე გიგრძვნიათ, რომ ვინმეს გონება ერთი ნახვით დაიპყარით? თუ რამე მსგავსი გახსენდებათ, დარწმუნებული იყავით, რომ მარტო არ ხართ (ასტროლოგიური სამყაროს მიხედვით).
მიუხედავად იმისა, რომ მზის თითოეულ ნიშანს საკუთარი სიძლიერე და ძალა აქვს, არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებსაც საზოგადოებაზე შთაბეჭდილების მოხდენის თანდაყოლილი უნარი აქვთ და რომლებიც საშიში მოწინააღმდეგეები არიან. მათთან შერკინებისას დამარცხება გარანტირებული გაქვთ. ასე, რომ თუ თქვენ ამ ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულთა მტრების სიაში ხართ, დროა, გაიქცეთ:
ლომი
ჯუნგლების ლომი ზოდიაქოს სამყაროს უდავო მეფეა! როდესაც საქმე ადამიანებზე გავლენის მოხდენას შეეხება, ისინი ნამდვილი უგვირგვინო მეფეები ხდებიან, თუმცა თუ ნებას მისცემთ, არც კვერთხითა და გვირგვინით სიარულზე იტყვიან უარს. მაშინ კი ყველაფერი ექნებათ იმისათვის, რომ სხვების ბრძანებების არშესრულების მიზეზი ჰქონდეთ.
მზის ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ხალხის გადმობირება ნამდვილად კარგად გამოსდის. მათთან ომის დამწყები კი ლომის კლანჭებისთვისაა განწირული.
მორიელი
ოდესმე შეგხვედრიათ მორიელი გამჭოლი მზერისა და მკაცრი ბუნების გარეშე? არც ჩვენ.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებში არის რაღაც, რაც ადამიანებს მათ შიშს უღვივებს. ისინი არასდროს წუწუნებენ და მზად არიან საკუთარი მიზნებისთვის თავდაუზოგავად იშრომონ. უფრო მეტიც, ისინი უკიდურესად თავგანწირულნი და მიზანდასახულნი არიან . თუ რაიმესკენ აიღებენ გეზს, მათ ხელი არ უნდა შეუშლოთ, უფრო სწორად არ უნდა ეცადოთ, თორემ შეჩერებას ნამდვილად ვერ შეძლებთ.
კურო
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და დომინანტია. მათ იციან, რა უნდათ და ისიც იციან, როგორ მიიღონ ეს - პატიოსანი გზით თუ თაღლითობით. ისინი ჯიუტები, მიზანდასახულები და მტკიცეები არიან. მათ არაფრის ეშინიათ, მისდევენ საკუთარ სურვილებს და გზიდან იშორებენ ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს.