„დღეიდან დედამიწა შედის უარყოფით ენერგოველში, რაც ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია იძაბება,“- ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილაში“ საუბრობს.
14, 17, 18 ივნისი გეომაგნიტური დღეებია, თუ იგრძნობთ თავის ტკივილს, აკონტროლეთ წნევა და ეცადეთ დაისვენოთ.
14 და 15 ივნისს სუსტდება გული. ასტროლოგის თქმით კი, შაბათს, 19 ივნისს კარგია თუ ახალი საქმე გაქვთ დაგეგმილი.
რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:
♈ვერძი - აქტიური, ენერგიულია და კომუნიკაბელურია. თუმცა, შეიძლება ვერძები სხვების ინტრიგებში ჩართულები აღმოჩდნენ. მოულოდნელი კვირაა და შესაძლოა თქვენი კვირის გეგმები მოულოდნელად შეიცვალოს, შესაძლოა ისეთი რამ გააკეთოთ ამ კვირაში, რაც დაგეგმილი არ გქონიათ.
♉კურო - ენერგოტონუსი დაბალია. ამიტომ არ დაიწყოთ ახალი საქმეები. იყავით ფრთხილად და მეტი დრო დასვენებას დაუთმეთ.
ფსიქო-ემოციურად ნიშანი ემოციურია, რამაც შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთობა დაძაბოს.
♊ტყუპები - კვირის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია, მზე ახლა გადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს. აქტიურია, შარმიანია და ენერგიულია.
მაგრამ ეცადეთ არ იყოთ სულსწრაფები და არ იჯიუტოთ, რადგან შესაძლოა შეცდომები დაუშვათ.
♋კირჩხიბი - მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, ეს არის ბოლო რთული კვირა. შემდეგი კვირიდან მზე გადადის თქვენს ზოდიაქოს ნიშანში და იწყება აღმავლობის პერიოდი, რომელიც 1 თვე გასტანს.
გაითვალისწინეთ ამ კვირაში შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია.
♌ლომი - ქარიზმატულია, თუ აქვს კომპიუტერიული უნარების შესწავლის სურვილი ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.
მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს პირად ურთიერთობებში, რადგან ამბიცა მატულობს.
♍ქალწული - ენერგოტონუსი თქვენი დაბალია, ამიტომ იყავით ფრთხილად.
კოლეგებთან თქვენი ურთიერთობა შესაძლოა დაიძაბოს, ამიტომ აკონტროლეთ თქვენი პირდაპირობა ურთიერთობებში.
♎სასწორი- კარგი პერიოდია უცხო ენების ათვისებისთვის და უცხოელებთან კონტაქტებისთვის.
ამ კვირაში გამოავლინეთ მეტი მოთმინების უნარი და დიპლომატობა, რადგან კარგად შეძლოთ ამ კვირის გავლა.
♏მორიელი - პარტნიორებთან და ახლობლებთან დაპირისპირების შანსი მატულობ, მათში გაღიზიანებადობა მატულობს.
ასტროლოგის თქმით მორიელებისთვის შემდეგი კვირა გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ეს კვირა.
♐მშვილდოსანი - მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში აქტიური და ენერგიულია, შესაძლოა კრიტიკის ქარცხეცხლში მოექცეს.
♑თხის რქა - ენერგოტონუსი დაბალია. სასურველია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
♒მერწყული - აქტიური და კონაქტურია. კარგი პერიოდია უცხო ენების ათვისებისთვის და უცხოელებთან კონტაქტებისთვის.
ასტროლოგი მერწყულებს ურჩევს ადამიანებს უფრო მეტად ენდონ.
♓თევზები - ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ თევზებო ნუ გადაიტვირთებით და გადაიღლებით ამ პერიოდში.
ამ კვირაში საყოფაცხოვრებო პრობლების წინაში აღმოჩნდებით, ასევე ამ კვირაში შესაძლოა, თქვენ ახლობლებს ან მეგობრებს პრობლემები შეექმნათ და მთელი ყურადღება მათზე გადაიტანოთ.
გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას.
შემდეგი კვირიდან, კი როდესასც მზე თქვენ მონათესავე ნიშანში (კირჩხიბში) გადავა იწყება თქვენი აღმავლობა და გაცილებით უკეთესად იგრძნობთ თავს.