16 ოქტომბერს ახალი მთვარეა. პორტალი Astrolabe ახალი მთვარისა და ოქტომბრის „ცხელი“ ასპექტების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ასტროლოგების პროგნოზით, ახალი მთავრე ამჯერად სასწორის 24-ე გრადუსზე იქნება (პიკი - 23:31სთ).
ზოგადი ფონი, რას გვაძლევს სასწორს ახალი მთვარე
სასწორის ახალი მთვარე, თითქმის ყველა სფეროში, სამართლიანობისა და ბალანსის აუცილებლობას შეგვახსენებს. იდეალურ შემთხვევაში, ამ ყველაფერს დიპლომატიით, ღია საუბრითა და მშვიდი ხასიათით ვაღწევთ. ერთ მხარეს კომპრომისი, სიმშვიდე, სიყვარული და მზრუნველი ხასიათია და მეორე მხარეს - აგრესია, პირდაპირობა, ეგო, და პირველ პლანზე წამოწეული საკუთარი ინტერესები.
ვინაიდან ახალი მთვარე ფოკუსირებას ურთიერთობებსა და სამართლიანობაზე ახდენს, სწორედ აქა მოსალოდნელი აღნიშნული ასპექტების „აფეთქებასაც“.
თუ დიდი ხნის განმავლობაში ხუჭავდით თვალს იმაზე, რომ გაცილებით მეტს გაცემთ, ვიდრე იღებთ, თმობთ იმ დოზით, რომ ამით საკუთარ თავს აზიანებთ, ვერ ვიღებთ საჭირო დოზით სითბოსა და მზრუნველობას, გიწევს ისეთი რაღაცეების ახსნა და მტკიცება, რასაც არ მივიჩნევთ საჭიროდ, ასეთ შემთხვევებში გაიზრდება აგრესიული დაპირისპირებების ალბათობა.
ცალკე აღებული სასწორი მზადაა ასეთ შემთხვევებშიც კი წავიდეს კომპრომისზე, დახუჭოს თვალი და დათმოს კონფლიქტების თავიდან არიდების მიზნით, მაგრამ ცეცხლოვანი ენერგია, რომელსაც მარსი გვაძლევს, თავისებურ გამბედაობასა და პრინციპულობას შემატებს სასწორის ხასიათს.
ბევრი წყვილისთვის თუ ადამიანისთვის ეს შესაძლოა ერთგვარი გამოფხიზლების პერიოდი იყოს, როდესაც ვსვამთ ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა „ვარ კი ბედნიერი ამ ურთიერთობაში?“, „მაძლევს კი ეს ადამიანი იმას, რაც მჭირდება?“, „რამდენ რამეზე უნდა დავხუჭო თვალი?“ და ა.შ.
ცის კაბადონი დახუნძლულია ფეთქებადი ასპექტებით, ამიტომ ამ პერიოდში რადიკალური ნაბიჯების გადადგმა არ ღირს. პრობლემების მოსაგვარებლად დიდი მოთმინება და დროა საჭირო.
ახალი მთვარის იუპიტერთან კვადრატის დროს ჩნდება შეგრძნება, რომ „რაც მაქვს, არ არის საკმარისი“. გვინდა რაღაც ახალი, მეტი, მაგრამ შესაძლოა, არც ვიცოდეთ ზუსტად, რა არის ეს ახალი და მეტი. პლუტონთან კვადრატი აძლიერებს შიშებს, კონტროლის სურვილსა და ეჭვიანობას, თუმცა იქვე გვაძლევს შანსს, გავაცნობიეროთ ამ ყველაფრის მოტივები და ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ ნებისმიერი ხელისშემშლელი კომპლექსისგან.
ზრდის ნევროზულობას, მოუთმენლობას, კონფლიქტებსა და დაუგეგმავი მოვლენების ალბათობას, თუმცა მეორე მხრივ, შანსს გაძლევს, არსებულ პრობლემებს ახლებურად, ორიგინალურად და განსხვავებულად შეხედოთ. მერკური მორიელი ცდილობს, არ დათმოს და საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს ყველა. მისთვის არსებობს უკვე გაკეთებული დასკვნები და საკუთარ თავთან აღიარებული ჭეშმარიტება. ურანი კი პირიქით, მოგიწოდებს, რომ ყველაფერს ახლებურად შევხედოთ, გადახედოთ ძველ, დრომოჭმულ ხედვებს, მოუსმინოთ ერთმანეთს, მაშინაც კი თუ მოსაუბრის აზრები სიგიჟედ მიგაჩნია და მიიღოთ ახალი, უცხო. დაფიქრების დონეზე მაინც. თუ ამ ყველაფერში ბალანსის პოვნას შეძლებთ, ეს ასპექტი საკმაოდ დადებით როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.
ახალი მთვარისა და სხვა ტრანზიტების გავლენას ყველა ნიშანი იგრძნობს, თუმცა განსაკუთრებით ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა.
ასტროლოგი გირჩევთ პარასკევი, შაბათი და კვირა მშვიდად გაატაროთ.