21 ოქტომბერს ლილიტმა ანუ შავმა მთვარემ ვერძის ზოდიაქოს ნიშანი დატოვა და კუროში 9 თვით გადაინაცვალა.
შესაბამისად, ლილიტი, ამ ხნის განმავლობაში, იმ სფეროებსა და ურთიერთობებს შეუქმნის პრობლემებს, რომლებიც კუროს სახლს შეესაბამება.
ასეთებია: ფინასნსური სფერო, ერთგულება, სიმშვიდე და სტაბილურობა.
კონკრეტულად, ვისთვის იქნება რთული პერიოდი - ამ კითხვით „დაიჯესტმა“ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს მიმართა.
ცაგარელი ამბობს, რომ მომდევნო 9 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანია საკუთარი ფინანსების, დროისა და ენერგიის კონტროლი.
„მოგეხსენებათ, კურო მართავს ფინანსებს. ლილიტის, ამ ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით კი. იქნება სერიოზული ეკონომიკური რყევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რეკორდულად გაუფასურდება ეროვნული ვალუტა და ბევრ ბიზნეს ემუქრება გაკოტრება.
კურო ყველზე ერთგული, სტაბილური და მშვიდი ნიშანია. ეკონომიკასთან ერთად, ამ თვისებებსაც შეექმნებათ პრობლემები ანუ იქნება მოულოდნელი ღალატი, შფოთვები და სტაბილურობის ნაცვლად, მოულოდნელი ცვლილებები.
ამიტომ უახლოეს 9 თვეში საჭიროა საკუთარი ფინანსების, დროისა და ენერგიის კონტროლი, რათა არ მოხდეს ამ კუთხით ენერგიის გამოფიტვა.
შავი მთვარის გავლენა საგრძნობი იქნება მათთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში კუროს ზოდიაქოში განთავსებული აქვთ:
1. შავი მთვარე;
2. სტელიუმი (სამი ან მეტი პლანეტის შეერთება);
3. ასცენდენტი;
4. მთვარე.
აგრეთვე, კუროს, ლომის, მორიელის და მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის“, - უთხრა „დაიჯესტს“ მიხეილ ცაგარელმა.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მომდევნო ერთი თვის ზოდიაქოს ფავორიტი ნიშნები
რომელი ფერის ტარება გაგიხსნით ბედნიერების კოდს?
ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი შემოდგომაზე მეორე ნახევარს შეხვდება