ამბობენ ადამიანი რომ ჩნდება, მისი მეორე ნახევარიც იბადებაო, თუმცა ,მნიშვენელოვანია სად და როდის შეხვდები მას. „დაიჯესტმა“ გადაწყვიდა დაგასპოლიეროთ და გითხრათ, თუ სად გაიცნობთ თქვენს მეორე ნახევარს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
მაშ ასე:
ვერძი
ვერძის ნიშნის ქვეშ თუ დაიბადე, ე.ი. ძალიან იზიდავ ხალხს. ისწრაფვი ახალახალი მწვერვალების დაპყრობისკენ, ამიტომ დიდი ალბათობაა, რომ სიყვარული სამუშაო კონფერენციაზე იპოვნო.
კურო
თუ კომფორტის და სიმყუდროვის მოყვარული კურო ხარ, დიდი შანსია, რომ სიყვარული სასიამოვნო ვახშამზე აღმოაჩინო, თანაც შენივე სახლში.
ტყუპები
თუ სუპერ ადაპტირებადი ტყუპები ხარ, სიყვარულს ყველგან აღმოაჩენ. ბუნებრივი ინტელექტის, ენთუზიაზმისა და სოციალური უნარებისა გამო, შენ ყველას ფავორიტი კომპანიონი ხარ.
კირჩხიბი
რადგან კირჩხიბები ხარ, ესე იგი ანტიკვარიატები გიზიდავთ, ასე რომ, სავარაუდოდ, სიყვარულს უცნაურ ანტიკვარულ მაღაზიაში იპოვნი.
ლომი
ლომებს ხომ ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ. განსაკუთრებით კი ისეთი ადგილები გიზიდავთ, სადაც ყველაზე უკეთ გამოავლენთ ცოდნას. ამიტომ, სიყვარულს საყვარელ თეატრში ან ლიტერატურულ სივრცეებში იპოვნით.
ქალწული
უკიდურესად გააზრებული ქალწულებს ხელოვნებით ტკბობა გსიამოვნებთ. ამიტომ, დიდი შანსია, სიყვარული გამოფენაზე, ჭიქა წითელი ღვინით ხელში აღმოაჩინო.
სასწორი
სასწორებს საყიდლებზე სიარული გსიამოვნებთ, მუსიკის მოსმენა და ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, სადაც შეუძლია გარშემომყოფები სილამაზეში გაახვიოს. ამიტომ, ცხოვრების სიყვარულს, ღია ცის ქვეშ შეხვდებით.
მორიელი
მორიელები უკიდურესად კონკურენტუნარიანები ხართ და ფიზიკური დატვირთვა გიყვართ. ვარჯიში შენი ცხოვრების აზრია, ასე რომ სიყვარულს სავარჯიშო დარბაზში შეხვდებით.
მშვილდოსანი
მშვილდოსანები დამოუკიდებელი, პროგრესული ადამიანები ხართ. ასე რომ, სიყვარულს ქალთა მარშზე, პოლიტიკური კანდიდატის კამპანიაზე ან სხვა წიგნის პრეზენტაციაზე იპოვნით.
თხის რქა
თხის რქები ინტროვერტები ხართ. ამიტომ სიყვარულსაც ხელნაკეთობების მაღაზიაში, წვრილმანი პროდუქტის შერჩევის დროს იპოვით.
მერწყული
მერწყულებს სხვებისთვის ცოდნის გადაცემა გიყვართ, ამიტომ სიყვარულს მენტორულ პროგრამაზე იპოვით, რომელიც ადამიანებს საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება.
თევზები
თევზები ბუნებით უკიდურესად ნაზი და მგრძნობიარე ადამიანები ხართ. შენ გირჩევნია ტრადიციული საქმიანობა და გიყვარს ყველაფერი, რაც წყალს უკავშირდება, ამის გამო ცხოვრების სიყვარულს ზღვის სანაპიროზე სეირნობისას შეხვდები.