გინდათ თუ არ გინდათ, ვარსკვლავებმა თქვენზე უკეთ იციან, რომელი ზოდიაქოს ნიშნები დაქორწინდებიან 2021 წლის ზაფხულის ბოლო თვეს.
ასე რომ, ნახეთ ხართ თუ არა ზოდიაქოს ნიშნების სიაში და მოემზადეთ მენდელსონის მარშისთვის!
კურო
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს, რომლებიც სტაბილურ ურთიერთობებში იმყოფებიან, დიდი შანსი აქვთ, რომ აგვისტოში ცოლის სტატუსი მიიღონ. ქალებს არც მამაკაცი კუროები ჩამორჩებიან და ურთიერთობების დაკანონების მიმართულებით დიდ ნაბიჯს გადადგამენ. თქვენი ოცნებები და იმედები ასრულდება.
ტყუპები
ამ ნიშნით დაბადებულებს ვნებებით სავსე, წარმატებული და ხელსაყრელი აგვისტო გელით. სავარაუდოდ, წყვილებში ურთიერთგაგება უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს. ტყუპების ცხოვრებაში თავისუფლებას ტრადიციული ღირებულებები გადაწონის და ურთიერთობის დაკანონებას გადააწყვეტინებს.
თევზები
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები აგვისტოში საკუთარ მოთხოვნილებებზე მეტად ყურადღებას პარტნიორების საჭიროებებზე გაამახვილებენ და ისინიც საპასუხოდ, მათ მიმართ უფრო მზრუნველნი იქნებიან. თევზები ურთიერთობაში თავს შესანიშნავად გრძნობენ და დაქორწინებაზე სულ უფრო ხშირად ფიქრობენ.
ვერძი
ორი ვარიანტია - აგვისტოში ვერძებს ურთიერთობების სტატუსი ან ოფიციალური გახდება, ან მას მნიშვნელოვან ცვლილებები შეეხება, რაც შეიძლება დროებით განშორებას ნიშნავდეს. სინამდვილეში, ვარსკვლავები თქვენი ურთიერთობის სიმყარეს გამოცდიან. ვარსკვლავები გირჩევენ, პარტნიორის სურვილებიც გაარკვიოთ და საკუთარ თავშიც გაერკვეთ - რა მოლოდინები გაქვთ ამ ურთიერთობისგან.
კირჩხიბი
ემოციური თვალსაზრისით, კირჩხიბებისთვის აგვისტო უკიდურესად სტრესული იქნება. ამასთან, რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. კირჩხიბები ან დაქორწინდებიან, ან საერთოდ გაწყვეტენ ურთიერთობას. გადაწყვეტილების მიუხედავად, შედეგები კირჩხიბებისთვის სასარგებლო იქნება.