ეს კვირა შემდეგი კვირისგან განსხვავებით კარგია, რადგან შემდეგ კვირაში, 26 მაისს, გვაქვს მთვარის დაბნელება, რომელიც ტრადიციულად რთულია, თუმცა, ეს კვირა ზოდიაქოს, თითქმის, ყველა ნიშნისთვის კარგი იქნება, ამის შესახებ ატსროლოგმა - მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.
20 მაისს კუროს ზოდიაქოს ნიშნიდან მზე გადის და გადადის ტყუპებში, რაც ნიშნავს იმას, რომ 1 თვე ვიქნებით ტყუპების ზეგავლენის ქვეშ.
კვირას 23 მაისს პლანეტა სატურნი ხდება უკან მავალი, ანუ, რეტროგრადული, რომელმაც, შესაძლოა, დაგვაბრუნოს ძველ სამსახურთან, ძველ სულიერ მოძღვრებთან, ძველ პოლიტიკურ კანონებთან.
19, 20 და 23 მაისს კი არის გეომაგნიტური დღეები და ასტროლოგი საზოგადოებას ურჩევს, აკონტროლონ ჯანმრთელობა და გაიზომონ წნევა.
რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:
♈ვერძი - ჯერ კიდევ გაქვთ ამ კვირაში შანსი, ვინც ვერ მოიპოვეთ ფინანსური კეთილდღეობა, ახლა გააუმჯობესოთ.
თქვენი ენერგოტონუსი იზრდება, ამიტომ განწყობა უმჯობესდება, ხდებით უფრო ენერგიული, უფრო ამტანები და აქედან გამომდინარე, ვერძისთვის წარმატებული პერიოდია, როგორც პროფესიული, ასევე პირადი ურთიერთობების კუთხით.
♉კურო - ჯანმრთელია, ენერგიულია და იმუნიტეტი მაღალი აქვთ. შემდეგი კვირიდან კუროს პერსპექტივები არაქვს, ამიტომ ეს ბოლო კვირაა, სადაც შეუძლია კუროს წარმატების მიღწევა.
ამ კვირაში პირადი ურთიერთობების გამუჯობესების ალბათობა მაღალია.
♊ტყუპები - უკვე გრძნობენ, რომ მზე უახლოვდება მათ ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ მათი ენერგოტონუსი უმჯობესდება.
თუ ტყუპებს აქვს გეგმაში სახლის გარემონტება ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.
ამიტომ, მოემზადეთ, თქვენი დრო მოდის, შემდეგი 1 თვის განმავლობაში დიდი წარმატებები გელოდებათ.
♋კირჩხიბი - მშვენიერი კვირაა. ინტუცია მზარდია, რომელიც ხელს შეუწყობს სწორი არჩევანის გაკეთებას.
ამ კვირაში კოლეგებთან, ოჯახთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობა ჰარმონიული იქნება. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გამუჯობესებისთვის.
♌ლომი - ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია პროფესიული წინსვლისთვის. ენერგოტონუსი უმჯობესდება და არ გაქვთ უფლება სიზამარცის და უსაქმურობის, რადგან თქვენს ცხოვრებაში პერსპექტივებით აღსავსე პერიოდია.
♍ქალწული - შრომისუნარიანი, შეუპოვარი და მომთმენია, რომელიც ხელს შეუწყობს განთავისუფლდეს არაფრისმომცემი კონტაქტებისგან და იპოვოს ახალი პარტნიორული ურთიერთობა.
♎სასწორი - შეიძლება ჩაერთოს მნიშვნელოვან საქმეში, თუმცა ამ კვირაში მატულობს კონკურენცია სამსახურში ან ბიზნესში, სადაც შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობა კოლეგებთან, ამიტომ იყავით ფრთხილად.
♏მორიელი - ენერგიული, მიმზიდველი და აქტიურია. მორიელისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.
ეს კვირა, შემდეგი კვირისგან განსხვავებით ქორწინებისთვის საუკეთესოა.
♐მშვილდოსანი - ამ კვირაში ისინი, წინა კვირისგან განსხვავებით ენერგიის მატებას იგრძნობენ. მათი იმუნიტეტი უმჯობესდება.
მშვილოსნებო მოემაზდეთ, თქვენთვის იწყება არნახულად საუკეთესო პერიოდი.
♑თხის რქა- სასიყვარულო ურთიერთობებისთვის საუკეთესო პერიდია, ასევე კარგი პერიოდია შვილებთან ურთიერთობებისთვის.
მატერიალური და პირადი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით კარგი პერიოდია.
თხის რქას არ აქვს უფლება, ეს წარმატებული კვირა დაკარგოს.
♒მერწყული - ენერგოტონუსი და საოჯახო ურთიერთობა უმჯობესდება. თუ ნათესავებთან ჰქონდათ მერწყულებს დაძაბული ურთიერთობა ამ კვირაში ამ ურთიერთობის გაუმჯობესებას შეძლებენ.
მერწყულისთვის მოდის ვარსკვლავური დრო, რომელიც დაახლოებით 1 თვე გაგრძელდება.
♓თევზები - ამ კვირაში თევზები უნდა გავათხოვოთ, რადგან რომანტიული ურთიერთობებისთვის საუკეთესო პერიდია.
თევზები ამ კვირაში შარმიანია და ყველაფერი გამოსდის. ინტუციაზე დაყრდნობით ისინი კარგად მოქმედებენ.
ამიტომ თევზებო, იაქტურეთ, თქვენთვის ერთ-ერთი ვარსკვლავური კვირაა, წლის განმავლობაში, და არ გაქვთ დასაკარგი დრო.