რამდენიმე საათში 23 ოქტომბერი დადგება და მზე სასწორის ზოდიაქოს ნიშნიდან მორიელში ერთი თვით გადაინაცვლებს. ეს მოვლენა ნიშნავს იმას, რომ ამ ხნის განმავლობაში ადამიანებში მორიელისთვის დამახასიათებელი თვისებები - მოთმინება, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, ვნებიანობა, შეუპოვრობა, შრომისუნარიანობა და ინტუიცია იქნება გამძაფრებული.
ასევე, წინა პლანზე წამოიწევს მორიელის უარყოფითი თვისებებიც - სიჯიუტე, სარკასტული გამონათქვამები, ეჭვიანობა, წყენის დამახსოვრებისა და შურისძიების სურვილები.
„დაიჯესტი“ დაინტერესდა, რომელი ნიშნისთვის იქნება შემდგომი პერიოდი კარგი, საშუალო და საფრთხილო.
მიხეილ ცაგარელის თქმით, 23 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე პერიოდის მთავარი ფავორიტი მორიელის, თევზების, კირჩხიბის, კუროს, თხის რქასა და ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანები იქნებიან. მათი ენერგოტონუსი, იმუნიტეტი და იღბლიაონობა, წარმატების შანსი, შარმი და განწყობა მაღალია.
დანარჩენი ექვსი ნიშნისთვის - მშვილდოსანი, ლომი, ტყუპები, მერწყული, ვერძი, სასწორი - პერიოდი შედარებით რთულია. აუცილებელია, ისინი უფრო წინდახედულები და ფრთხილები იყვნენ. სასურველია, ეს ნიშნები ყოველდღიური საქმიანობებით შემოიფარგლნონ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავონ.