წაიკითხეთ კვირის ჰოროსკოპი და გაიგეთ, რა გელოდებათ 30 დეკემბრიდან - 6 დეკემბერის ჩათვლით ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
ვერძი
მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს ის, ვისაც უყვარს და იცის, როგორ განახორციელოს ექსპერიმენტები, საკუთარი სურვილით აიღებს ახალ საქმეს. ამ კვირაში ბევრი არაჩვეულრებრივი, თამამი გადაწყვეტილებების მიღებაა შესაძლებელი. ირგვლივ მყოფებთან ურთიერეთობა შეიძლება შესამჩნევად შეიცვალოს. ადამიანები, ვინც ადრე არ გაფასებდნენ, აზრს შეიცვლიან.
სასიკეთო დღეები: 1, 3.
არასასიკეთო დღე: 30.
კურო
დინამიკური, საინტერესო, თუმცა საკმაოდ წინააღმდეგობრივი პერიოდი მოდის. ვარსკვლავების რეკომენდაციით, ყურადღება უნდა გაამახვილოთ სამუშაოზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიზნის სწორად დასახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფუჭად დაკარგავთ ენერგიას და დროს. შაბათ-კვირას სასურველია სერიოზული საქმეები არ დაგეგმოთ და კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 30, 1.
არასასიკეთო დღე: 4.
ტყუპი
კარიერაში წარმატების მიღწევის შანსი გამოგიჩნდებათ. თქვენი კეთილგანწყობა და მეგობრული დამოკიდებულება სასარგებლო კონტაქტების დამყარებაში დაგეხმარებათ, ასევე მხარს დაგიჭერენ მეგობრები და კოლეგები. უმჯობესია გუნდურად იმუშაოთ – ამ გზით თანამოაზრეებს იპოვით და თქვენი ნიჭის და უნარების უფრო სრულად გამოვლენას შეძლებთ.
სასიკეთო დღეები: 30, 1.
არასასიკეთო დღე: 3.
კირჩხიბი
ეს პერიოდი შესაფერისია მოლაპარაკებების, საქმიანი ნაცნობობის, სპონსორების მოზიდვის, მოკავშირეების მოსაძებნად. პლანეტების ხელსაყრელი პოზიცია საშუალებას მოგცემთ სრულად გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი, განახორციელოთ გეგმები, მოიპოვოთ უფროსების აღიარება. შედეგად, სავსებით შესაძლებელია, დაგაწინაურონ და ხელფასი გაგიზარდონ.
სასიკეთო დღეები: 30, 4.
არასასიკეთო დღე: 1.
ლომი
ამ კვირაში მთავარია ემოციებს არ აჰყვეთ, ნებისმიერ სიტუაციაში საღი აზრი შეინარჩუნეთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ – და მრავალი უსიამოვნების თავიდან აცილებას შეძლებთ. ამ პერიოდში არ ღირს რაიმე მნიშვნელოვანი საქმის დაწყება, ნუ მოაწერთ ხელს დოკუმენტებს, უმჯობესია, ეს პროცესი რამდენიმე დღით გადადოთ.
სასიკეთო დღეები: 30, 1.
არასასიკეთო დღე: 3.
ქალწული
ხელსაყრელი დროა მეგობრებთან ურთიერთობისთვის, გეგმების განხილვისთვის, ოჯახური კავშირების განმტკიცებისთვის. მოკლე მოგზაურობები წარმატებული იქნება, შორეულ მოგზაურობას კი ჯერ ნურც დაგეგმავთ, ამისთვის შესაფერისი დრო არ არის. სამაგიეროდ, შანსი მოგეცემათ, რომ სანუკვარი ოცნებები აიხდინოთ. ეს პერიოდი სრულიად არახელსაყრელია კონტრაქტების ხელმოსაწერად, ახალი სამუშაოს დაწყებისა და ნებისმიერი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის.
სასიკეთო დღეები: 2, 4.
არასასიკეთო დღე: 30.
სასწორი
ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. შეგიძლიათ ახალ საქმეს მოჰკიდოთ ხელი, რომელიმე კარგი პროექტი დაიწყოთ. ხშირად სიტუაცია არასტანდარტულ მიდგომას, გამომგონებლობას გკარნახობთ; გარშემომყოფებს ყოველთვის როდი მოსწონთ თქვენი იდეები, მაგრამ საჭიროა დრო, რათა ღირსეულად დაგაფასონ. კვირის მეორე ნახევარში არსებობს დიდი რისკი, რომ სამუშაოს შესრულებისას სერიოზული შეცდომა დაუშვათ, ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით.
სასიკეთო დღეები: 30, 4.
არასასიკეთო დღე: 1.
მორიელი
ისწავლეთ, ექსპერიმენტები ჩაატარეთ, ცადეთ რამე ახალი – კვირა კარგია ყველაფრისთვის, გარდა იმისა, რომ ერთი ადგილი ტკეპნოთ. ყველაზე გაბედულებისთვის ის სავსე იქნება ახალი აღმოჩენებით, რეალური პერსპექტივებით. არ დაეთანხმოთ მათ, ვინც ცდილობს, საკუთარი აზრი თავს მოგახვიოთ, შეეცადეთ თავად მიიღოთ გადაწყვეტილებები. შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავლის მიღება. მაღალია ტრავმების და ავარიების ალბათობა.
სასიკეთო დღეები: 30, 1.
არასასიკეთო დღე: 3.
მშვილდოსანი
რთული პერიოდია, მაგრამ ბევრს ისწავლით და დიდ გამოცდილებას მიიღებთ. შეეცადეთ ყურადღება მიაქციოთ მცირე დეტალებს, არაფერი დაივიწყოთ. შეგიძლიათ იმ საქმეს დაუბრუნდეთ, რომელსაც ადრე აკეთებდით: ამჯერად შედეგი ბევრად უკეთესი იქნება. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობა, ისინი ნამდვილად რაღაც საინტერესოს შემოგთავაზებენ.
სასიკეთო დღეები: 1, 2.
არასასიკეთო დღე: 30.
თხის რქა
შესაფერისი პერიოდია იმისთვის, რომ ყურადღება გაამახვილოთ საქმეზე, რომელიც ნამდვილად გაინტერესებთ. მაშინაც კი, თუ ზოგჯერ გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება, არ ინერვიულოთ და უკან არ დაიხიოთ: თქვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ ენდოთ. გამორიცხული არ არის საინტერესო შემოთავაზება, რაზეც სიამოვნებით დათანხმდებით და არც ინანებთ.
სასიკეთო დღეები: 2, 3.
არასასიკეთო დღე: 30.
მერწყული
ეს იქნება სასიამოვნო სიურპრიზებით და კარგი ამბებით სავსე დრო. შესაძლებელია რამდენიმე საოცარი დამთხვევა, ინსპირაციული მოვლენები. ამ ზოდიაქოს ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი მოულოდნელ საჩუქრებს მიიღებს. შესაძლებელია მცირე შესყიდვები, ისინი წარმატებული იქნება. ახლობელ ადამიანებთან შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ და განიტვირთებით.
სასიკეთო დღეები: 1, 2.
არასასიკეთო დღე: 30.
თევზები
ეს კვირა წარმატებული იქნება და უამრავ სიკეთეს მოგიტანთ. ვარსკვლავები პროფესიულ წარმატებას გპირდებიან, კონკურენტულ ბრძოლაში გამარჯვების შანსი გექნებათ. ენერგიით სავსე ხართ და დაღლას ვერ გრძნობთ, მაგრამ დასვენებაც არ უნდა დაგავიწყდეთ: საჭიროა აღიდგინოთ ძალა, რათა ახალი საქმეებისთვის საკმარისი შემართება გქონდეთ.
სასიკეთო დღეები: 1, 4.
არასასიკეთო დღე: 30.
წყარო: nostal.ge