Digest Logo

მზე მორიელში გადავიდა - წლის ყველაზე მისტიკური თვე დაიწყო

1635148370
ცაგარელი

დღეიდან 22 ნოემბრამდე მზე მორიელის ნიშანში გადავიდა, შესაბამისად წლის ყველაზე მისტიკური თვე დაიწყო. მიმდინარე პერიოდში მთავარი ფავორიტი, რა თქმა უნდა, მორიელის ზოდიაქოს ნიშანი იქნება. ასევე გაუმართლებთ წყლის სტიქიის დანარჩენ ნიშნებს და მიწის სტიქია წარმომადგენლებს.

ცაგარელის პროგნოზით, მომდევნო ერთი თვე წარმატებული იქნება ♏მორიელისთვის ყველა მიმართულებით, როგორც საქმიანი ასევე პირად ცხოვრებაში. მისივე თქმით, აგრეთვე გაუმართლებთ ♋კირჩხიბებსა და ♓თევზებს. ამასთან ასტროლოგი ამბობს,რომ მოიმატებს მიწის სტიქიის ნიშნების - ♉კუროს, ♍ქალწულისა და ♑თხის რქების ენერგოტონუსი. ხოლო რთული პერიოდი ელოდებათ - ♐მშვილდოსნებს,ვერძებსა და ♌ლომებს. აგრეთვე პერიოდი მძიმე იქნება ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის - ♊ტყუპების, ♎სასწორისა და ♒მერწყულთათვის.

ცაგარელი თვის ფავორიტებს, აქტიურად მოქმედებასა და სითამამისკენ მოუწოდებს, ხოლო მათ, რომლებსაც არც თუ ისე სახარბიელო პროგნოზი აქვთ, ურჩევს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი სარისკო მოქმედებებისგან.

„დღეიდან მზე 1 თვით მორიელის ნიშანში გადადის, თუმცა ამავდროულად კოსმოსში გამოცხადებულია ერთ თვიანი შტურმი, ამიტომ ზოდიაქოს ყველა ნიშანს მათ შორის მათაც, რომლებსაც კარგი პერიოდი აქვთ სიფრთხილის გამოჩენა მართებთ. უარყოფითი ენერგიების გამოვლენა განსაკუთრებით მოხდება 31 ოქტომბერს. ჰელოუინზე, რომელიც შავი მაგების წვეულებაა. შემდეგ დაბნელებების დერეფანია გასავლელი, ამიტომ გთხოვთ გამოიჩინოთ, სიმშვიდე, სიფრთხილე და პოზიტიური განწყობა.

რაც შეეხებათ ფავორიტ ნიშნებს - ♏მორიელს, ♋კირჩხიბს, ♒თევზებს, ♉კუროს, ♍ქალწულსა და ♑თხის რქას მათი ენერგოტონუსი და იღბლიანობა 22 ნოემბრამდე თვალშისაცემი იქნება, მოიმატებს ქარიზმა და წარმატებების შანსები.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მშვილდოსნებს, ვინაიდან ეს მათი დაბადების წინა პერიოდია.

მათ ვურჩევ არაფერი სარისკო არ მოიმოქმედონ. აგრეთვე ♌ლომებს, ♈ვერძებს, ♒მერწყულებს, ♊ტყუპებსა და ♎სასწორებს ვურჩევ იყვნენ გონიერები და ფრთხილები. დიდია ფულის გაფლანგვის შანსი“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტთან“ საუბრისას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება

🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს მოუტანს

🔵ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

🔵„ცის კაბადონზე ერთთვიანი შტურმია გამოცხადებული“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ყველა ნიშანს