ყოველი ახალი წელი რაღაც ახლის მოლოდინს გვიქმნის. არ აქვს მნიშვნელობა, რა დოზით გვწამს ასტროლოგიის. ყველა ჩვენგანს ცხოვრებაში ერთი რამ უნდა - წარმატება და ამის მისაღწევად მზად ვართ, ნებისმიერ ხერხს მივმართოთ. ისეთსაც, რომელსაც ამრეზით ვუყურებთ.
წარმატებას ყველა თავისებურად აღიქვამს, თუმცა წარმატების გზა ყველასთვის, მეტნაკლებად ფულზე გადის. თანამედროვე თაობას ხომ „უფულო წარმატებულობის“ არ სწამს? დღეს წარმატების სწორედ ამ აღქმაზე ვისაუბრებთ და გაგიზიარებთ რამდენიმე გზას, რომელიც ახალ წელს ფულის მოზიდვაში დაგეხმარებათ.
1. ბანალურია, მაგრამ იშრომეთ. ხარის წელიწადი მუხლის თითოეულ ჩახრას დაგიფასებთ.
ასტროლოგების თქმით, მშრომელი ხარი შრომისმოყვარე ადამიანების შემართებას დააფასებს, თუმცა ახალი საქმეების დაწყებით თავს ნუ გამოიდებთ. სულაც არაა საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება. თვალი გადაავლეთ დაუსრულებელი საქმეებით დამტვერილ თაროებს, ამოარჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე და ხელახლა დაიწყეთ მასზე მუშაობა.
2. ახალი წლის ღამეს კონკიად ნუ გადაიქცევით
31 დეკემბერს ეცადეთ ნაკლებად იფუსფუსოთ. სჯობია, ყველაფერი წინასწარ გაამზადოთ და ხარს მშვიდად, დასვენებულად დახვდეთ.
3. გაეპრანჭეთ ხარს
ხარს არა უყვარს მოსაწყენი, ერთფეროვანი რუტინული დღეები. იყავით გულწრფელი, გახსნილი - ამით ხარის კეთილგანწყობას აუცილებლად დაიმსახურებთ.
4. მოემზადეთ გამდიდრებისთვის
ფულისა და წარმატების მოსაზიდად, დაალაგეთ სახლი, მოაცილეთ მტვერი, ლაქები და უსუფთაობა. გადაყარეთ ძველი და დაზიანებული ნივთები, სამოსი თუ ჭურჭელი - ამ გზით თავიდან აირიდებთ უბედურებასა და სიღარიბეს.
შუაღამეს გახსენით შამპანური, ჭიქაში კი იღბლიანი მონეტა ჩააგდეთ. სასმელის დალევის შემდეგ, მონეტა ამოიღეთ და საფულეში შეინახეთ. ამ გზით წლის განმავლობაში ფულის მოზიდვას შეძლებთ.
⚪აგრეთვე წაიკითხეთ: