2022 წელი ჩაივლის ცისფერი (შავი) წყლის ვეფხვის მფარველობის ქვეშ, რომელსაც არ უყვარს ღია და გამომწვევი ფერები.
ამის გათვალისწინება აუცილებელი და მნიშვნელოვანია სახლის სადღესასწაულო დეკორის შერჩევისას. ასტროლოგები გვირჩევენ მკაცრად დავიცვათ დამდეგი ახალი წლის ნიშნის მოთხოვნები, რათა შევძლოთ სახლში წარმატების, ბედნიერების და სიმშვიდის დამკვიდრება.
— ძირითადი, ყველაზე მისაღები ფერები ახალ წელს იქნება:
ოქროსფერი, ყვითელის ყველა ტონალობა, ლურჯი და მწვანე, ასევე თეთრი, მოვერცხლისფრო და შავი ფერი. ამ უკანასკნელის გამოყენებას ასტროლოგები გვირჩევენ ძალიან დოზირებულად.
2022 წელი რიცხვების ჰოროსკოპის გადათვლებით საბოლოოდ გვაძლევს 6-იანს, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია პლანეტა ვენერასთან.
ეს სწორედ ის ციური სხეულია, რომელიც გვჩუქნის წარმატებას, კეთილდღეობას, კომფორტს, სიმდიდრეს და სიყვარულს ცხოვრებაში. ამიტომ, დეკორში შესაძლებელია ზომიერად დავამატოთ ვარდისფერი, თეთრი და პასტელური ფერები.
ასტროლოგების რეკომენდაციაა საცხოვრებელი სახლის მორთვისას ერთმანეთს შევუხამოთ არაუმეტეს ხუთი ფერი, უმჯობესი იქნება სამი. კარგი იქნება, თუ ნაძვის ხის მოსართავად გამოყენებული ფერი დაემთხვევა სახლის საერთო დეკორს. გარდა ამისა, ახალი წლის დადგომისას, რეკომენდებულია შემოქმედებითი უნარების თამამად გამოვლენა და რაიმე ახლის დატესტვა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში
🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება
🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?
🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი
წყარო: horoskopi.ge