ცნობილი ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი წლევანდელი 21 დეკემბერი. ის ასევე ახალი წლის შეხვედრის რიტუალის შესახებაც საუბრობს.
რით არის აღსანიშნავი წლევანდელი 21 დეკემბერი?
21 დეკემბერს ხდება მოვლენა, რომელიც 2000-3000 წელიწადში ერთხელ ხდება, იხსნება ზეციური კარიბჭე, ანუ ხდება კვანტური გადასვლა ახალ ვიბრაციულ მუხტზე. კაცობრიობა აქამდე გარკვეულ სიხშირეებზე ცხოვრობდა. არსებობს სიხშირეების ველი, შკალა, რომელიც იზომება და აქამდე იყო 20 ჰერცი, ბოლო პერიოდში აიწია 30 ჰერცამდე, 21 დეკემბერს კი მიაღწევს 41 ჰერცს.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანების სხვადასხვა თვისება გარკვეულ სიხშირულ მონაცემს შეიცავს, მაგალითად, შიში – 0,2 ჰერცს, ბრაზი – 0,6-3,3-მდე, გადამეტებელი სიამაყე – 3.1 ჰერცს, დიდსულოვნება – 95 ჰერცს შეიცავს, ხოლო მადლიერება – 45-ს, თანაგრძნობის უნარი – 150-ს, სიყვარული კიდევ უფრო ზევით ადის. პოზიტიური ხასიათის შტრიხები და თვისებები მოგვცემს საშუალებას, ვიყოთ წარმატებულები, ადამიანები, ვისაც მართავს წყენა, სიბრაზე და შიში, ამ გადასვლას ცუდად გადაიტანენ. მართალია, სამყარო დაეხმარება, რომ ეს სიხშირე მაქსიმალურად ასწიოს, მაგრამ ყველა ამას ვერ მოერევა. პანდემიაც არ არის შემთხვევითი. სამყაროში ხდება გადატვირთვა, რომელიც დიდი ხანია დაიწყო. მისი პირველი მაჩვენებელი 2000-იანი წლებიდან ინდიგო ბავშვები შემოვიდნენ, მათ უფრო სუფთა ენერგია აქვთ. 2012 წლის 21 დეკემბერი მეორე ეტაპი იყო, რომელიც ბევრს სამყაროს დასასრული ეგონა, მაგრამ სინამდვილეში პოლუსების ენერგია გადანაწილდა, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებმა შეიცვალეს ადგილმდებარეობა, ამან გამოიწვია ბევრი სახის პრობლემა, რომელიც დღემდე გრძელდება. 2020 წლის 21 დეკემბერს გვექნება ამისი პიკი. დედამიწას გადავყავართ სიხშირის მეუთე განზომილებაში. გადატვირთვის შემდეგ ჩვენ ძველებურად ვერ ვიცხოვრებთ, წინა პლანზე უნდა წამოიწიოს კეთილშობილებამ, სიყვარულმა და თანაგრძნობის უნარმა. ჩვენ ვნახეთ, რამდენი ადამიანი წაიყვანა პანდემიამ ამ ქვეყნიდან, ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც ეს გადასვლა ვერ გადაიტანეს. 21 დეკემბერს შეიძლება ზოგიერთმა იხილოს საოცარი სიზმრები, ზოგს გაეხსნას ნათელხილვის უნარი. მთავარია, არ შეიქმნას პანიკა და მშვიდად უნდა შევხვდეთ ამ თარიღს. შესაძლოა, ზოგმა სხივური ნათება დაინახოს, რომელიც 21 დეკემბერს მოხდება. ამ დღეს მზე გადადის თხის რქის ზოდიაქოში და აღწევს ყველაზე დაბალ წერტილს თავისი განვითარებისა, ხდება ძველი მზის კვდომა და ახლის დაბადება, ამას უწოდებდნენ ნათელის გამარჯვებას ბნელზე და ახალ წელს ამ დღეს აღნიშნავდნენ. 31 დეკემბერს არ აღნიშნავდნენ.
როგორ უნდა შევხვდეთ ხარის წელიწადს?
რიტუალები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი წლის მასპინძლის კეთილგანწყობა დავიმსახუროთ. 2021 წლის 11 თებერვალს იწყება ხარის წელიწადი. თუკი აღნიშნავთ ახალ წელს 31 დეკემბერს, 11 თებერვალიც არ უნდა დაგავიწყდეთ. 31 დეკემბერს ვირთხისა და ხარის სიმბოლოები, მათი ფიგურების წინ უნდა დაიდოს ყველი და თხილი, ვირთხის, ხოლო მწვანილი – ხარის სიმბოლოებთან. 2021 წელი არის ლითონის სტიქიის თეთრი ხარის წელიწადი, მთავარი ფერებია თეთრი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, შემდგომ მოდის წითელი, შავი, ოქროსფერი, ლურჯი. კარგი იქნება, სუფრაზე იყოს წარმოდგენილი ლითონის ჭურჭელი. ამ წლის რიცხვია 5, ამიტომაც კარგი იქნება, თუკი ახალ წლამდე დაანთებთ ხუთ თეთრ სანთელს და ჩაუთქვამთ სურვილებს. ხარი კონსერვატიული ნიშანია, ამიტომაც სუფრაზე უნდა იდოს ტრადიციული კერძები.
ასევე ამ სუფრაზე შეიძლება იდოს ეგზოტიკური კერძებიც. სუფრაზე არ უნდა იდოს ძროხის ხორცი, რომ მასპინძელი ხარი არ გავანაწყენოთ. კარგი იქნება, თუკი თეფშების ქვეშ ორლარიან ან ერთლარიან მონეტებს დადებთ, ახალი წლის შემდეგ ისინი საფულეში მოათავსეთ, რომ ბარაქა მოიზიდოთ. მეკვლე უნდა იყოს სანდო და ერთგული ადამიანი, რომელიც თქვენს ოჯახში შემოიტანს ყველის ნაჭერს, თხილს, ლითონის ნებისმიერი ნომინალის ხუთ მონეტას და მწვანილს. ახალი წლის დადგომისთანავე კარგი იქნება, ხარის გამოსახულებიან ყულაბაში ჩაყაროთ ნებისმიერი ნომინალის ხუთ მონეტას. ახალი წლის დადგომისთანავე სამზარეულოში გოგლის თესლები მიმოაბნიეთ და დატოვეთ დილამდე. გოგრა მოხარშეთ და მიირთვით. ახალი წელი უნდა გაატაროთ რაც შეიძლება პოზიტიურად.
წყარო: fortuna.ge