სიყვარულს თავისი ზოდიაქალური ასაკი აქვს. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი საკუთარ თავში იჭერს ფიქრს, რომ ის უკვე ჭეშმარიტ სიყვარულს შეხვდა. მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ გრძნობები წამიერი იყო და რომანს მომავალი არ ჰქონდა.
ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანი თავისი სულის მეგობარს, ნამდვილ სიყვარულს 21 წლის ასაკში შეხვდება. ეს არის პერიოდი, როცა თქვენც და თქვენი საყვარელი ადამიანიც ცდილობთ განვითარდეთ და უკეთესები გახდეთ. ერთმანეთს დაეხმაროთ წარმატების მიღწევაში. ვერძი სხვებისგან არაფერს მალავს, ძალიან გულღიაა და მისი ეს თვისება ხელს უწყობს, რომ მყარი ურთიერთობები დაამყაროს და მარტივად იპოვნოს ნამდვილი სიყვარული. 30 წლის ასაკში ვერძების ცხოვრება სრულყოფილია, ჰყავთ მოსიყვარულე პარტნიორი და წარმატებულები არიან კარიერული თვალსაზრისით.
კურო - ამ ნიშნის წარმომადგენელები ძალიან მოტრფიალეები არიან. ნამდვილი გრძნობები შეიძლება უკვე 15 წლის ასაკში განიცადოს და ადრეული ასაკის მიუხედავად, თავისი პარტნიორი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში უყვარდეთ. თუმცა მყარი გრძნობები კურომ შეიძლება 30 ან 40 წლის შემდეგაც იპოვოს. საქმე იმაშია, რომ კურო სახლის კომფორტის ნამდვილი დამფასებელია და პირველ ადგილას ყოველთვის ოჯახის ღირებულებებს აყენებს. სწორედ ამიტომ მათი მთავარი ამოცანა ხანგრძლივი ოჯახური კავშირის შექმნა არის.
ტყუპები - ისინი ნამდვილ სიყვარულს დაახლოებით 19 წლის ასაკში პოულობენ, თუმცა ამ დროს ის ვერ ხვდება, რომ ცხოვრების თანამგზავრს შეხვდა. ყოველივეს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ აანალიზებს. ტყუპი ამ ადამიანთან ხანგრძლივი განშორების შემდეგ გრძნობს, რომ ნამდვილი სიყვარული იყო, ის საშინელ მონატრებას იგრძნობს და შეეცდება ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოს.
კირჩხიბი - ძალიან სენსიტიური კირჩხიბი მუდამ სიყვარულს ეძებს. მას არ შეუძლია საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრება და ადრეულ ასაკშივე ხვდება ადამიანს, რომელთანაც სულიერ კავშირს გრძნობს. მოსალოდნელია, რომ კირჩხიბი მას 15 წლის ასაკში შეხვდება. მას სურს, რომ ახალგაზრდულ ასაკშივე დატკბეს სიყვარულით. მას სიყვარული ჰაერივით სჭირდება იმისთვის, რომ სიცოცხლე შეიგრძნოს.
ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მარტივად არასოდეს იღებენ რომანტიკული ურთიერთობის დაწყების გადაწყვეტილებას. ლომი ბევრს ფიქრობს, სანამ მიხვდება, რომ ცხოვრების თანამგზავრი იპოვნა, ადრეულ ასაკში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები თითქმის არასდროს იღებენ. მოსალოდნელია, რომ თავისი სულის მეგობარს და ნამდვილ სიყვარულს 25 წლის ასაკში შეხვდება. სწორედ ამ ასაკში აანალიზებს, რომ ცხოვრებაში გვერდით დასაყრდენი სჭირდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლომს შეუძლია ძალიან მარტივად გაუშვას ადამიანი თავისი ცხივრებიდან. თუ რამე არ მოეწონა, რა ასაკშიც უნდა იყოს, გასასვლელ კარს მარტივად გაგიღებთ.
ქალწული - ქალწული ყველაფერზე წინ გრძნობას არ აყენებს და ხშირ შემთხვევაში ფიქრობს, რომ ნამდვილი სიყვარული და მომავალში ერთად ცხოვრება - ეს უფრო ზღაპარია. აქედან გამომდინარე, ისინი რჩეულს საკმაოდ გვიან პოულობენ. ქალწული პარტნიორში მეორე ნახევარს აღიარებს, თუ ის მის იდეალს სრულად შეესაბამება, რაც შეიძლება 20 წლამდე ან 40 წლის შემდეგ მოხდეს.
სასწორი - თავის სიყვარულს 18 წლის ასაკში პოულობს. ამ ასაკში მათ უკვე გაცნობიერებული აქვთ, რომ მომავალზე დაფიქრების დრო დადგა, რომელიც ბედნიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ გვერდით საიმედო დამცველი ეყოლება. ძალიან ხშირად მეორე ნახევრად ისინი უკვე ნაცნობ ადამიანებს ირჩევენ, შეიძლება ეს საუკეთესო მეგობარიც იყო. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სასწორი პარტნიორის საიმედოობაზე ნერვიულობს.
მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის საუკეთესო პარტნიორი ის აღმოჩნდება ხოლმე, ვის მიმართაც ბავშვობაში, 12 წლის ასაკში ჰქონდათ სიმპათია. რა თქმა უნდა, ამას წლების შემდეგ აანალიზებენ. მორიელისთვის საუკეთესოა პარტნიორი მისი წარსულიდან, მეგობარი ბავშვობიდან, რომელმაც ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანის ხასიათი ზედმიწევნით კარგად იცის.
მშვილდოსანი - უყვარს მარტო ყოფნა და თავისუფლება, რაც არის მიზეზი იმისა რომ ის ნამდვილ სიყვარულს 28 წლის ასაკში, ან შემდეგ პოულობს. მას არ სურს ადრეულ ასაკში პასუხისმგებლობის აღება, მას თავისუფლება უნდა და ნებისმიერი ურთიერთობა გარკვეული დოზით ზღუდავს თავისუფლებას.
თხის რქა - თვლის, რომ ძლიერი კავშირის შესაქმნელად მხოლოდ გრძნობა საკმარისი არაა და აუცილებელია საიმედო საძირკველი. სწორედ ამიტომ თხის რქა თავის მეორე ნახევარს უკვე 30 წლის შემდეგ ხვდება. ამ ასაკში უკვე ქორწინებისთვის მორალურად მზად არის და მუდმივ პარტნიორს არა მხოლოდ თაყვანისცემის ობიექტად, არამედ როგორც ცხოვრების მეგზურს ისე აღიქვამს.
მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები სიყვარულს ადრეული წლებიდან ეძებენ და მოსალოდნელია, რომ უკვე 13 წლის ასაკში შეხვდებიან ცხოვრების თანამგზავრს. სწორედ ამ ასაკში დაწყებული ურთიერთობა მოახდენს გავლენას მის ცხოვრებაზე. ამ პერიოდში გაცნობილ ადამიანს შეიძლება დაშორდეს, მაგრამ აუცილებლად შეადარებს მომდევნო პარტნიორებს ბავშვობის სიყვარულს და შესაძლოა, წლების შემდეგ მაინც მასზე დაქორწინდეს.
თევზები - ის ეთაყვანება ადამიანში სენტიმენტალურ და მგრძნობიარე ბუნებას. საოცნებო პარტნიორი წარმოსახვაში ჰყავს. თევზებს სურთ, ადრეულ ასაკშივე გამოსცადონ ნამდვილი სიყვარული. მოსწონთ რომანტიკული პარტნიორი. მოსალოდნელია, რომ 17 წლის ასაკში შეხვდება სულის მეგობარს და საოცარი, ლაღი ისტორიაც ექნება.