ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ტატუს მოყვარულ ადამიანებს „იმედის დილის“ ეთერიდან მიმართა. მისი თქმით, ყველა სიმბოლოს სამყაროში თავისი დანიშნულება და ენერგია მოჰყვება. მათ შორის არის ტატუც. თუმცა, მისივე თქმით, ქალისა და მამაკაცის ენერგიები განსხვავდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ვინ სად იკეთებს სვირინგს.
ცაგარელის თქმით, ქალის ზონაა მარცხენა მხარე, კაცის კი მარჯვენა. ამიტომ, თუ გოგონებს ქალური ენერგიების მოზიდვა სურთ, მათ ტატუ მარცხენა მხარეს უნდა გაიკეთონ.
„ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომით იკეთებს ტატუს. განსაკუთრებით გოგონებს მივმართავ, მარჯვენა მხარეს ტატუს გაკეთება თქვენში ქალურ ენერგიებს შეამცირებს და მამაკაცისას მოიზიდავთ, ამიტომ სანამ ტატუს გაიკეთებთ დაფიქრდით, ქალური ენერგიების მოსაზიდად ყოველთვის მარცხენა მხარე უნდა აირჩიოთ“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რა ხდება ამ წუთებში რუსთაველზე? - ვითარება დაძაბულია
„ტირილი მინდა!“ - რას წერს სტეფანე მღებრიშვილი
„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ განცხადებას თბილისის დიდი სინაგოგაც ავრცელებს