Digest Logo

რომელი ფერის ტარება გაგიხსნით ბედნიერების კოდს?

1602268697
ოქტომბრის პროგნოზი

ასტროლგ მიხეილ ცაგარელის თქმით, აუცილებელია, ხშირად ჩაიცვათ იმ ფერის ტანსაცმელი, რომელიც ბედნიერების კოდს გაგიხსნით.

ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

ვერძიმუქი ვარდისფერი, წითელი, ოქროსფერი, ღია ყვითელი, ყვითელი და მწვანე. ამ ფერებს შესწევთ ძალა, ვერძებში სიმშვიდე და საუკეთესო გრძნობები გამოიწვიონ.

ლომი ყავისფერი, მუქი ყვითელი, ოქროსფერი, მუქი ნარინჯისფერი, ნარინჯისფერი, მწვანე, თეთრი, შავი. მკაცრი ფერები ლომების შინაგან სამყაროს და მტკიცე ხასიათს გამოხატავენ და დამაჯერებლობას მატებენ მათ.

მშვილდოსანიცისფერის და ლურჯის ტონები, იასამნისფერი და მწვანე. ეს ფერები იდუმალებას აღძრავს და მსგავსი სიტუაციების გამორკვევას აიძულებს.

მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

კურო ღია მწვანე, ღია ყვითელი, თეთრი და ცისფერი ფერის ტონები. აღნიშნული ფერები განაპირობებენ მათ პოზიტიურ განწყობას.

ქალწულითეთრი, ცისფერი, მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი. ამ ფერების მეშვეობით მუდამ აკონტროლებენ საკუთარ თავს.

თხის რქანებისმიერი მუქი ფერი, დაწყებული ყავისფრიდან, დამთავრებული შავით. ეს ფერთა გამა მათში კონსერვატულობის, სტაბილურობისა და პრინციპულობის ნაკრებს ქმნის.

ჰაერის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

ტყუპებიიასამნისფერი, რუხი, ნარინჯისფერი და ყვითელი. ამ ფერთა გამა ოპტიმიზმს აღვივებს და დამაჯერებლობას მატებთ მათ.

სასწორიღია ყვითელი, მუქი ლურჯი, მწვანე და მისი ტონები. აღნიშნული ფერები მათ პოზიტიურ განწყობას განაპირობებს, ხაზს უსვამს პიკანტურ ხასიათს.

მერწყული თეთრი, ყვითელი, ცისფერი. ეს ფერები ხაზს უსვამენ მერწყულების სათუთ შინაგან სამყაროს.

წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

კირჩხიბი თეთრი, ვერცხლისფერი, ცისფერი,ლურჯი და მწვანე. ეს ფერები მათ ეხმარებიან ენდონ საკუთარ ინტუიციას და აღივსონ ენერგიით.

მორიელიმუქი წითელი, მუქი ვარდისფერი და ყვითელი. ეს ფერები, ზუსტად გადმოსცემენ მათ შინაგან სამყაროს და ამ ფერების საშუალებით ისინი ენერგიულები და საკმაოდ კომუნიკაბელურები ხდებიან.

თევზებიცისფერი, იასამნისფერი, მწვანე, მუქი ვარდისფერი, წითელი, ლურჯი. ეს ფერები თევზების იდუმალ და მელანქოლიურ შინაგან სამყაროზე მიუთითებენ და მათ რეალობისკენ აბრუნებენ.