Digest Logo

რომელი პროფესია შეგეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

1605262117
ზოდიაქო და პროფესია

კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი, კონკრეტული მახასიათებლებით იბადება და ბუნებრივად უჩნდება რომელიმე სფეროს მიმართ ინტერესი.  ასტროლოგები გამოყოფენ, იმ პროფესიებს, რომლებიც ინდივიდს წარმატებას მოუტანს. 

ვერძი

ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის იდეალურია: არქეოლოგობა, ეთნოგრაფობა, სპორტსმენობა, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა და მძღოლობა.

კურო

კუროს ნიშნით დაბადებულებისთვის საუკეთესოა: ეკონომიკური, საბანკო, სავაჭრო, საფინანსო სფერო, აგრეთვე, ხელოვნება, სამსახიობო, რეჟისურა, საესტრადო დარგი, ჟურნალისტიკა, კომენტატორობა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საიუველირო საქმე.

ტყუპები

ტყუპებისთვისთვის ზედგამოჭრილია: ნოტარიუსობა, ადვოკატურა, სავაჭრო და კომერციული სფერო, რადიო, ჟურნალისტიკა, ტელევიზია, პრესა, მდივნის, კურიერის, თანამდებობა, ფილოსოფოსობა და ორატორობა.

კირჩხიბი

კირჩხიბებმა პროფესიად უნდა აირჩიონ საქმე, რომელიც ბიზნესს უკავშირდება, აგრეთვე კარგად იგრძნობენ თავს მედიცინაში, ისტორიისა და ხელოვნების სფეროებში.

ლომი

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს წარმატებას მოუტანს შოუმენისა და მზარეულის პროფესიები, აგრეთვე ოქრომჭედლობა, მხატვრობა, რეჟისორობა და მსახიობობა.

ქალწული

ქალწულები კარგი ჟურნალისტები, დიეტოლოგები, ეკონომისტები, ბუღალტრები, პოლიგლოტები და იუველირები არიან.

სასწორი

სასწორის ნიშანი ყველა იმ სფეროშია წარმატებული, რომელიც ხელოვნებასა და დიზაინს უკავშირდება. ისინი კარგი მომღერლები, მუსიკოსები, მსახიობები, იურისტები, რეჟისორები, ელჩები, შუამავლები და ნოტარიუსები არიან.

მორიელი

მორიელს ქირურგობა, სამხედრო სამსახური, ასტროლოგია, ასტრონომია, ოკულტისტური სფერო შეეფერება. აგრეთვე, თავს კარგად იგრძნობენ, სტილისტისა და ოქრომჭედლის რანგში.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს წარმატებას საგამომცემლო ინდუსტრია მოუტანს. მისთვის კარგია უცხოეთთან საქმიანი კონტაქტები, სამართალდამცავი ორგანოები, იურისპრუდენცია, პოლიტოლოგია, თეოლოგია, პოლიგლოტობა.

თხის რქა

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის საუკეთესოა პოლიტიკის ფართო სპექტრი, მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო სფეროში მოღვაწეობა, მანქანათმშენებლობა.

მერწყული

მერწყულები კარგი გამომძიებლები, ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, ასტროლოგები და რეჟისორები არიან. მათთვის, აგრეთვე, კარგია სახელმწიფო მრჩევლის პოსტი.

თევზები

თევზები კარგი სასულიერო პირები, ქიმიკოსები, ფსიქიატრები, კომპოზიტორები, ჰიპნოზიორები, ექიმები, ჟურნალისტები, ქველმოქმედები არიან.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს ეს ნიშნები დიდებული საქმეების გასაკეთებლად არიან დაბადებულები

მომდევნო ერთი თვის ზოდიაქოს ფავორიტი ნიშნები

ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს გზაზე არ გადაეღობოთ

წყარო: www.etaloni.ge