Digest Logo

საახალწლო რიტუალები ფულის მოსაზიდად - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ, როგორ გამდიდრდეთ 2022 წელს

1640151989
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, რომ განსაკუთრებული მონდომებითა და შესაბამისი რიტუალების შესრულებით შევხვდეთ 2022 წელს, რომელმაც ახალ სასიყვარულო თავგადასავლებთან ერთად, ფინანსური კეთილდღეობაც უნდა მოგვიტანოს.

სწორად დაგეგმეთ ახალი წლის ღამე, რათა ისეთი მომავალი წელი დადგეს, როგორზეც გიოცნებიათ.

2022 წლის ფერები:

„მოდის 2022 წელი, ვეფხვის წელი, ძალიან მნიშვნელოვანი წელი, რომელიც იქნება დიდი წარმატების სერიოზული ცვლილებების, რეფორმების წელიწადი. ახალი წელი, ვეფხვის წელიწადია, ოღონდ ამჯერად წყლის სტიქიის შავ-ლურჯი ფერის ვეფხვის წელიწადია. წყლის სტიქია რადგან ვახსენეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ შავ-ლურჯთან ერთად, ჩვენ გვაქვს სხვა ფერები. წყლის სტიქია მეგობრობს ხის სტიქიასთან. მწვანის ნებისმიერი კომბინაცია მისაღებია. გაითვალისწინეთ, რომ ასევე მიწის სტიქია და ყავისფერ-ოქროსფერი ტონალობა შემოდის წინა პლანზე, რადგან მიწის სტიქია მეგობრობს წყლის სტიქიასთან. რადგან აღვნიშნეთ რომ შავ-ლურჯი ვეფხვის წელიწადი მოდის, ლურჯი ფერის სათამაშოები, ასევე უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრი გვაქვს გასათვალისწინებელი, ნარინჯისფერი. ეს ის ფერია, რომელიც დაკავშირებულია ვეფხვთან. კიდევ ერთი ფერია, რომლის ხსენებაც გაგიკვირდებათ და იკითხავთ-რა შუაშია წითელი ვეფხვთან? წითელი, ეს არის ცეცხლის სტიქია, ცეცხლი აქრობს წყალს, მაგრამ გაითვალისწინეთ, 2024 წლამდე, ცეცხლის სტიქია შესუსტებულია სამყაროში, ამიტომ, მის გასაძლიერებლად საჭიროა, მოვუხმოთ წითელ ფერს, აქსესუარებში მაინც, მცირედით“.

ახალი წლის მთავარი ატრიბუტი - ნაძვის ხე. რა ფერში უნდა იყოს ის და სად მივუჩინოთ ადგილი?

„ძალიან მნიშვნელოვანია, სად უნდა დავდგათ ნაძვის ხე. ნაძვის ხე უნდა იდგეს ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს, ჩვენი ოთახისა, ან დასავლეთ მხარეს. თუ არ გაქვთ ამის საშუალება, ავიღოთ ოთახის შუა წერტილი. მნიშვნელოვანია ნაძვის ხის ფერი, რომელიც მწვანე უნდა იყოს წელს“.

როგორ მივაღწიოთ 2022 წელს, ფინანსურ კეთილდღეობას? რიტუალები, რომელიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ

„2022 მოდის, სამი ორიანი, ჯამში უდრის ექვსს. ექვსიანი, არის ნისანი, რომელიც მართავს პლანეტა ვენერას, რომელიც არის სიყვარულისა და ფულის მმართველი პლანეტა, ამიტომ ეს წელი ხელს უწყობს ფულის მოზიდვას. ასევე, სასიყვარულო ურთიერთობების გაფურჩქვნასა და გაფართოებას. ამიტომ, ზოგიერთი თქვენგანი აღმოჩნდეს რომანტიკული ურთიერთობების წინაშე. გააუმჯობესოს არსებული ურთიერთობები.

კარგი იქნება, თუ ჩვენ ერთ რიტუალს ჩავატარებთ. ახალი წლის ღამეს-ვეფხვთან ერთად აიღეთ სამი ცალი ორ ლარიანი და ჩააგდოთ ვეფხვის გამოსახულებიან ყულაბაში. როცა ჩაუშვებთ ერთს, ჩაიფიქრეთ რა გინდათ მოხდეს მომავალ წელს. შემდეგ მეორე და მესამე. სამი სურვილის ჩაფიქრების საშუალება გაქვთ. ეს რიტუალი იქნება ძალიან კარგი, რადგან მოიზიდავს თანხებს.

მაგრამ, რადგან მომავალი წელი არის წყლის სტიქიის ვეფხვი, კარგი იქნება თუ სამი მონეტა, ახალი წლის ღამეს ჩაიდება, ან აკვარიუმში, ან წყლიან ჭიქაში. წყალი იზიდავს ფულს. დილამდე გავაჩეროთ, რომ მოხდეს მოზიდვა ამ ფინანსური ენერგიებისა.

კიდევ ერთი რიტუალი-აანთეთ ახალი წლის შემოსვლამდე 15 წუთით ადრე 6 მწვანე ფერის სანთელი და გაისტუმრეთ ძველი წელი. მადლობა გადაუხადეთ მას ყველაფრისთვის, რაც მოხდა. როგორც კი შემოვა ახალი წელი, იმ ექვს სანთელს, ასევე შეგიძლიათ ჩაუთქვათ ექვსი სასურველი სურვილი. ეს რიტუალიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. გაითვალისწინეთ, რომ ჩამოთვლილიდან ერთი ფერი აირჩიოთ, შეგიძლიათ ექვსი ფერი გქონდეთ.

რაც უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული ეს რჩევები, მით უფრო წარმატებული იქნება ახალი წელი, რადგან რიტუალს, დიდი მნიშვნელობა აქვს. მოდის აქტიური, ლიდერი ადამიანების წელიწადი“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში

🔵რას უნდა ველოდოთ ცისფერი ვეფხვისგან - ასტროლოგი იმ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს ვისთვისაც 2022 წელი განსაკუთრებით კარგი იქნება

🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება

🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?

🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი