Digest Logo

„საკრალური დღეა და ოცნებების ახდენა რეალურია“ - რა უნდა გავაკეთოთ 22 სექტემბერს, რომ სურვილები აგვიხდეს?

1632129416
ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, 20-დან  26 სექტემბრამდე პერიოდი განსაკუთრებულია, რადგან ეს დრო ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის პოზიტიური ცვლილებების მომტანია. ცაგარელი აგრეთვე ამბობს, რომ სწორედ ამ კვირაშია 2 მნიშვნელოვანი მოვლენა - სავსემთვარეობა და მზებუდობა.

ასტროლოგი ადამიანებს სავსემთვარეობის დროს სიმშვიდის გამოჩენას ურჩევს, ხოლო მზებუდობისას სურვილების ჩაფიქრებას, რადგან ის საკრალური დღეა და ოცნებების ახდენა რეალურია.

„ეს კვირა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის წარმატებულია. 2 განსაკუთრებული დღე გვაქვს 21 სავსემთვარეობა და 22 მზებუდობა. ახლა სავსე მთვარე ვერძის ზოდიაქოს ნიშანშია, მზე კი სასწორში. კოსმოსი ადამიანებს ემოციურ გამოცდებს მოუწყობს. იქნება შფოთვები, მოიმატებს ემოციურობა და აგრესია. ადამიანებს ვურჩევ გამოიჩინონ სიმშვიდე და მაქსიმალურად თავი აარიდონ სამის გარჩევებსა და წყენას.

რაც შეეხება 22-ს, დღეღამტოლობა საკრალური დღეა, ამ დღეს ფიქრსა და ლოცვას განსაკუთრებული ძალა აქვს და სურვილების შანსი გაცილებით დიდია, ამიტომ, იყავით მშვიდად, იფიქრეთ, იოცნებეთ და შეხვდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე დადებითად მოქმედებენ. ეს პერიოდი სულიერი ტრანსფორმაციის დღეა. ამ დღიდან დაიწყება ნათელი ენერგიების შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში“, - აცხადებს ცაგარელი.

🔵„სექტემბრიდან დაიწყება, ეს პროცესი - ამის გამო მოკვდება ხალხი და კოვიდს დააბრალებენ“

🔵კვარაცხელიას მამას უპრობლემოდ უნდა მიეცეს შვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება - ნათელაშვილი

🔵ფაუჩის სასწაულად სასიხარულო პროგნოზი – პანდემია რამდენიმე თვეში დასრულდება