ახალი თვე ახალ სიურპრიზებს გვპირდება. ჰოდა, ნახეთ რას გიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები.
ვერძი
5-დან 19 ივლისამდე პერიოდი კარგია ოჯახური ურთიერთობების მოგვარებისთვის. უნდა გამოიჩინოთ უფრო მეტი კომუნიკაბელურობა და გააცნობიეროთ, რომ ჯანსაღი დიალოგის გზით ყველანაირი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. დროა, თქვენს ყველაზე გიჟურ იდეებსაც გასაქანი მისცეთ და ხმამაღლა ისაუბროთ მათ შესახებ.
კურო
ზაფხულის მეორე თვის განმავლობაში სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება დაგჩემდებათ, ალბათ ეს ყოველივე საყვარელი სეზონის დადგომით გამოწვეული აღტაცების დამსახურებაა. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ბიუჯეტს. თავი დაიზღვიეთ არასასიამოვნო სიურპრიზებისგან, თუმცა გართობა და სასიამოვნო გარემოში ყოფნაც არ დაგავიწყდეთ, გვერწმუნეთ ეს თქვენ ნამდვილად გჭირდებათ.
ტყუპები
ბედი არ ჩქარობს შენი „შეკვეთის“ შესრულებას, შენ კი მას აჩქარებ. თუ არ გინდა, რომ ცუდი შედეგი მიიღო, ისწავლე მოთმინება. გაერთე საზაფხულო რომანით, ან სწავლა დაიწყე. შეადგინე შეხვედრების გრაფიკი მეგობრებისთვის. უკვე დროა, გაიხსენო ისინი და რჩევის კითხვაც არ გაწყენდა.
კირჩხიბი
არ აქვს მნიშვნელობა სად ატარებთ დაბადების დღეს – აუზთან, მეგობრებთან თუ საერთოდ შვებულებაში, ამ თვეს თქვენთვის სხვა გეგმები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ივლისი კირჩხიბების თვეა, პირველ რიცხვებში გარკვეულ გამოწვევებთან მოგიწევთ შეჭიდება, რაც პირველ ყოვლისა, თქვენს სამსახურს, შემდეგ კი სასიყვარულო ურთიერთობებს შეეხება, თუმცა ნუ იდარდებთ, თავდაჯერებულობისა და სწორი გადაწყვეტილებების წყალობით, თვის მეორე ნახევარში უკვე ივლისით დატკბობასაც შეძლებთ.
ლომი
დროა, მთელი თქვენი ენერგია და ნიჭი კარიერულ წინსვლას მოახმაროთ. ცოტა ხნით დაივიწყეთ პირადი ურთიერთობები. ივნისში კარიერული ზრდის თალსაზრისით ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
ქალწული
შენ მნიშვნელოვანი რჩევების კოლექციას აგროვებ, თუმცა არც ერთ მათგანს არ იყენებ. ნუ ელოდები განსაკუთრებულ ნიშანს იმისათვის, რომ დილაობით სპორტით დაკავდე. თუ სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად ძალა გჭირდება, გამოიყენე შვებულება.
სასწორი
ჰარმონიის, ბალანსისა და კომფორტის მოყვარული სასწორებისთვის ვარსკვლავებს სრულიად სხვა მიზნები აქვთ. მთვარის დაბნელებისა და ლომების მომავალი თვის გათვალისწინებით, თქვენს ივლისის თვეში ქაოსია. თვის პირველ რიცხვებში ყველაფერი ერთად დაგატყდებათ თავს და ვინ, თუ არა თქვენ, კარგად იცით როგორ გაბნევთ მსგავსი მომენტები. არ შეშინდეთ, თქვენს მიზნებზე, წარმატებაზე კონცენტრირდით და ივლისის გადაგორებასაც მარტივად მოახერხებთ.
მორიელი
იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. მთავარია, ეს ენერგია სწორად მიმართოთ, სწორად გამოიყენოთ და აგრესიული არ გახდეთ. იქნებით ოპტიმისტები და საბოლოო ჯამში ამ ოპტიმიზმის წყალობით დადებით რეზულტატს მიიღებთ ფინანსების გაზრდისა და სასიყვარულო ურთიერთობის თვალსაზრისით. შესაძლოა, ცხოვრების გზაც კი შეცვალოთ და თუ ასე მოიქცევით, დიდი წარმატება გელით.
მშვილდოსანი
კრიტიკის მოყვარეული, აგრესიული და ცუდი აურის მქონე ადამიანები შავ სიაში შეიყვანე იმისათვის, რომ ცხოვრების ნათელი პერიოდი არ ჩაგიშხამონ. შენ გარშემომყოფებზე, სამსახურზე ხარ შეყვარებული, რასაც გამართლება მოაქვს. ეცადე, სიტუაცია მაქსიმალურად გამოიყენო.
თხის რქა
შეაფასე შენი ძლიერი მხარეები იმისათვის, რომ მომავალში წარმატებას მიღწიო. ეცადე არ გადაიტვირთო. მოქმედებები სიყვარულის სახელით შენი სტილი არ არის, ასე რომ არ გაწირო თავი მამაკაცის გამო, რომელიც ამას არ იმსახურებს.
მერწყული
სტროლოგები გირჩევენ, ცოტა ხნით დაივიწყოთ გიჟური იდეები და მარტივად, ჩვეულებრივი მოკვდავებივით იცხოვროთ. კონცენტრირდით ოჯახზე, ოჯახურ ბედნიერებაზე და საკუთარი თავისთვის მყუდრო გარემოს შექმნაზე. თავი აარიდეთ სამსახურის შეცვლას.
თევზები
შენ თითქოს ბავშვობაში დაბრუნდი, ბევრს იცინი, ფიქრობ შაბლონების გარეშე და ადვილად ითვისებ ახალ ინფორმაციას. თუმცა, ამასთან შენს შემდეგ არეულობას ტოვებ (ოფისში და სხვების გულებში) . იპოვე ბალანსი იმპულსურობასა და პასუხისმგებლობას შორის.
წყარო: report.ge