Digest Logo

SOS - ყველა მნიშვნელოვანი საქმე 29 სექტემბრამდე გადაწყვიტეთ, იმიტომ რომ...

1631449804
ცაგარელი

ასტროლოგ, მიხეილ ცაგარელის განმარტებით, სექტემბერი საკმაოდ ცვალებადი მოვლენებით იქნება დატვირთული და მოგვიწევს გარკვეული პერიოდები მეტად ფრთხილად და დაკვირვებით გავიაროთ.

ასევე, მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და მეტად ფხიზლად ვიყოთ ჩართული იმ პროცესებში, რაც ჩვენ გარშემო, ქვეყანაში ხდება და ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით სექტემბრის თვეშია მოსალოდნელი.


„სექტემბრის დასაწყისი, 12 რიცხვამდე, მთლიანობაში, საკმაოდ პოზიტიური, ნაყოფიერი და შედეგიანი პერიოდია. ადამიანთა უმეტესობა ამ დროს თავს სანაქებოდ იგრძნობს და მზად იქნება ჩანაფიქრების განსახორციელებლად. ამიტომაც, ეს პერიოდი ხელს შეუწყობს წინსვლასა და წარმატებებს საქმიან სფეროში, კარიერასა და ბიზნესში. შემდგომი პერიოდი, კერძოდ კი 12-დან 18 სექტემბრამდე დროის მონაკვეთი, შესაძლოა, ნაკლებად სასიკეთო და პროდუქტიული აღმოჩნდეს.

18 სექტემბრიდან დაიწყება საქმიანი აქტივობის ზრდა და თავის მაქსიმუმს 22-29 სექტემბრის შუალედში მიაღწევს. მნიშვნელოვნად მოიმატებს ბევრი ადამიანის ბიოპოტენციალი, რის შედეგადაც ისინი სულ უფრო მეტი ახალი პერსპექტივების წინაშე აღმოჩნდებიან. 22 სექტემბერს დღეღამტოლობაა და მზე ქალწულის ზოდიაქოდან სასწორის ნიშანში გადაინაცვლებს. ამავე პერიოდში, დედამიწა მეტად ჰარმონიულ და დადებით ენერგეტიკულ ველში აღმოჩნდება, რის გამოც მეტად მოიმატებს პოზიტივი. სასიკეთო გარემოებები ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ გაერთიანებებს შორის. გაუმჯობესდება ურთიერთობა სხვადასხვა ერებსა და ქვეყნებს შორისაც, მეტი ყურადღება დაეთმობა სოციალურ და კულტურულ სფეროებს.

გეტყვით რომ, 29 სექტემბრის შემდეგ შესაძლოა, წარმოიქმნას გარკვეული პრობლემები, რომლებიც ხელს შეუშლის უკვე დაწყებულ პროცესებს, დაამუხრუჭებს საქმეებს. ამ პერიოდში დაქვეითდება როგორც საქმიანი, ისე შემოქმედებითი აქტიურობა. ამიტომ, სასურველია ყველა მნიშვნელოვანი საქმე და საკითხი 29 სექტემბრამდე გადაწყვიტოთ“, - აცხადებს ცაგარელი „თბილისელებთან“ საუბრისას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„11 სექტემბერს ვენერა მორიელის ზოდიაქოში გადაინაცვლებს“- ვისთვის დაიწყება მნიშვნელოვანი პერიოდი

რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვის დგება საუკეთესო წელი

რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ექნებათ კარიერული წინსვლა სექტემბერში?

წყარო: tbiliselebi.ge