Digest Logo

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ოქტომბერში ბედნიერება ეწვევათ

1602740640
ფული და ჰოროსკოპი

შემოდგომის სეზონი ამ 3 ნიშნისთვის განსაკუთრებული იქნება. ოქტომბრის თვე მათთვის დასამახსოვრებელი იქნება როგორც ფინანსური აგრეთვე, სასიყვარულო კუთხითაც.


ვერძი

მოვიდა დრო, როცა მოუსვენარი ვერძი თავის ენერგიას გზას მოუძებნის. ეს ნიშანი დიდხანს იკავებდა თავს. ვითარება ხელს უშლიდა თავისი ტალანტების წარმოსაჩენად და სრული ძალით ვერ მუშაობდა.
ამჯერად კონფლიქტები მის სასარგებლოდ წარიმართება. გამოცდილი მხედარივით მყარად იჯდება უნაგირზე, ფინიშამდე პირველი მივა და ჯილდოსაც დაისაკუთრებს.

ნებისმიერი მოულოდნელობისთვის კარგად უნდა მოემზადოთ. ბედმა ვერძი შესაძლოა, ნებისმიერ ადგილას მოისროლოს. არაა გამორიცხული მივლინებები ანდა მოგზაურობები.
სასიყვარულო ფრონტზე ვერძებს ემოციების გრიგალი ელოდებათ. ყველაფერი მათი სცენარით წარიმართება. მთავარია, ვერძმა პარტნიორის მიმართ თავისი მკაფიო მოთხოვნა ჩამოაყალიბოს.


ტყუპები

ოქტომბერი ტყუპებში ლიდერის თვისებებს გააღვიძებს. ისინი სასურველ თანამდებობას ადვილად მიიღებენ. ნებისმიერი მოლაპარაკება და ხელშეკრულებები წარმატებული იქნება.
ტყუპების მჭევრმეტყველება ამ თვეში უმაღლეს მწვერვალს მიაღწევს. ისინი ნებისმიერ ადამიანს თავიანთ სიმართლეში დაარწმუნებენ და მტრისგან მეგობარს შექმნიან.

სანამ იღბალი თქვენ მხარესა, ნუ გძინავთ და ნუ აჭიანურებთ დროს.
ტყუპების ოჯახებში ყველაფერი წყნარად იქნება. მეორე ნახევარი ტყუპების ყოველ წამოწყებას მხარს დაუჭერს, ოღონდ გახსოვდეთ, სამსახურის გარდა, სახლში მოსიყვარულე ადამიანები გელოდებიან.


სასწორი

ოქტომბერში სასწორისთვის ყველა კარი გაიღება. საკმარისია, სურვილი ჩაუთქვათ და ის მაშინვე ასრულდება.
საჭირო ადამიანები თქვენს გზაზე შემოგხვდებიან. მაღაზიაში უბრალო გასვლაც კი საბედნიერო შეხვედრასა და მოულოდნელ აღმოჩენას გთავაზობთ.

ყურადღებით დააკვირდით ყველა მოვლენას: ამ თვეში თქვენთვის ყველაფერი უბრალოდ ისე არ ხდება.
თუკი რაიმეს შეცვლა გსურთ, შეცვალეთ, თუნდაც იდეა გიჟური იყოს. რისკის გაწევით ბევრს მოიგებთ, ხოლო წაგების შანსი აპრილში მინიმალურია.

სიყვარული სასწორის თავზე მთელი ოქტომბრის განმავლობაში იტრიალებს. მათი რომანტიკული განწყობა პარტნიორთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს. მარტოხელა სასწორები კი ნამდვილად მარტოსულები არ დარჩებიან.