Digest Logo

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ამ ზაფხულს წონაში დაიკლებს

1625056886
საცურაო კოსტუმი

ზაფხული უკვე დადგა და ყველას გვსურს კარგად გამოვიყურებოდეთ, ზედმეტი კილოგრამების გარეშე, რაც არც თუ ისე მარტივია, მაგრამ წელს ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს გაუმართლებს და ისინი ზაფხულს კარგ ფორმაში შეხვდებიან.

მაშ ასე, განაგრძეთ კითხვა და ნახეთ, ხართ თუ არა თქვენც ზოდიაქოს ამ 4 იღბლიან ნიშანში👇

♈ვერძები - ჰმმმ, ვერძებო, ამ ზაფხულს თქვენი დიდხნიანი ოცნება სრულდება თქვენი სპორტისადმი დიდი სიყვარულით და უდიდესი მონდომებით შეძლებთ -15 კილოთი ნაკლები შეხვდეთ ამ ზაფხულს.

თუმცა გახსოვდეთ, ბევრი არ ივარჯიშოთ, რადგან ფიზიკური დატვირთვებისგან „წელის გაწყვეტა" - სახუმარო საქმე არაა.

თქვენი კვების რაციონი მაქსიმალურად გაამდიდრეთ რძის ნაწარმით. (არაჟანი, მაწონი, იოგურტი)

♈კუროები - ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ჭამის სიყვარულით უდაოდ ლიდერობს, ამ ზაფხულს მადა საგრძნობლად უქვეითდება, სწორედ ამიტომ, ისინი შეძლებენ ამ ზაფხულს -8 კილოთი ნაკლები იყვნენ.

კუროებო, გახსოვდეთ, ეს თქვენ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შანსია, როდესაც შეგიძლიათ წონაში დაიკლოთ, ამიტომ მეტი სპორტული აქტივობა და ნაკლები ჭამა.

რაც ყველაზე მთავარია, მიირთვით ხილი და ამით ჩაანაცვლეთ პიცები, ბურგერები და ტკბილეული.

♓თევზები - წელს თქვენ ზაფხულს, თქვენივე დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით -10 კილოთი შეხვდებით.

თქვენ გწამთ, რომ წონაში დაკლება მხოლოდ დიეტით შეიძლება, რადგან შტანგა - გოგონებისთვის არ არის.

სასურველია დილა შოკოლადით დაიწყოთ, ასევე კარგია „სუხიშვილების მინუს რვა კილო ერთ კვირაში", ან „უგულავას" დიეტა.

რაც ყველაზე საინტერესოა, თევზები ერთადერთი ნიშანია, რომელიც ნამდვილად იკლებს წონაში და თან - სწრაფად.

თუმცა, გახსოვდეთ, დილით უზმოზე წყლის დალევა ყველაზე საუკეთესო გზაა თქვენთვის.

♒მერწყულები - და აი 5 ივლისს დგება ის ორშაბათი, როდესაც თქვენ დიეტა უნდა დაიწყოთ. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ეს დღეც დადგა, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.

გახსოვდეთ, ვარჯიშით და სწორი კვებით, თქვენ გაქვთ შანსი მოხვიდეთ ფორმაში, არც ისე რთულია -12 კილოს დაკლება თქვენთვის, რადგან საკამოდ ბევრი გაქვთ ცხოვრების მანძილზე ნაჭამი და მშივრები არ დარჩებით.

იკვებეთ მოხარშული კერძებით და მიიღეთ მეტი წყალი.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

მარიამ კუკუნაშვილს დაბადების დღეზე ქმარმა ერთი ჰექტარი მიწა აჩუქა - ვიდეო

თბილისში ერთ-ერთ სასურველი სასიძო შეყვარებულია - ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

სოსო პავლიაშვილის მოსკოვური ბინა - ღრმად ამოისუნთქეთ, ვიდრე ფოტოებს ნახავთ