Digest Logo

მარიამ კუკუნაშვილს დაბადების დღეზე ქმარმა ერთი ჰექტარი მიწა აჩუქა - ვიდეო

1625051677
მარიამ კუკუნაშვილი

სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი და მფლობელი - მარიამ კუკუნაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც წერს, რომ მეუღლემ 1 ჰექტარი მიწა აჩუქა.

პატარა კოტეჯში ის თავის მეუღლესთან, დავით ბეჟუაშვილთან ერთად ნებივრობს.

„დაბადების დღის საჩუქარი, ერთი ჰექტარი მიწა სიონის ტბის პირას, საგულაო სასტუმრო კოტეჯებისათვის. მადლობაააა“- წერს მარიამ კუკუნაშვილი.


შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ მარიამ კუკუნაშვილმა დაწერა, რომ ქმარმა უღალატა და მიატოვა. ცოტა ხნის შემდეგ კი მისი მეორე ნახევარი უკან დაბრუნდა და მას ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებს. მათ შორისაა „პორშე“, რომელსაც ნომრად LOVE შეურჩიეს და ასევე მიწა, რომლის შესახებაც ინფორმაცია მარიამმა ახლახან გამოაქვეყნა.