Digest Logo

ზოდიაქოს ამ ნიშნებს, სხვებისთვის სულიერი დახმარების გაწევა შეუძლიათ

1624175887
რძალი და დედამთილი

ენერგეტიკული ადამიანები არიან ისინი, რომლებსაც აქვთ უნარი, გააცნობიერონ სხვა ადამიანში მიმდინარე პროცესები და საჭიროების შემთხვევაში დახმარება შესთავაზონ. მათ შეუძლიათ შეისისხლხორცონ და იგრძნონ სხვების სულიერი ენერგია.

მართალია ყველას არ სჯერა ამ ადამიანების ან თუნდაც სულიერი ენერგიის, მაგრამ უდავოა, რომ ზოგიერთს თანაგრძნობისა და თანაგანცდის თანდაყოლილი უნარი აქვს.

1. კირჩხიბი

თუ არსებობს ნიშანი, რომელიც ასოცირდება სამკურნალო და ენერგეტიკულ საქმიანობასთან, ეს არის კირჩხიბი. ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა, ისინი უბრალოდ ფლობენ ამ სფეროს. მიზეზი კი მათი თანდაყოლილი თანაგრძნობის უნარი და ინტუიციაა - კირჩხიბი ყველაზე უკეთ გრძნობს სხვების ემოციებს და თანაც, იცის საუკეთესო წამალი ნეგატიური განცდებისგან განსაკურნებლად.

2. ქალწული

შესაძლოა ამ სიაში მკაცრი ქალწულების აღმოჩენა, ერთი შეხედვით უჩვეულოა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოსადეგი, გულმოწყალე, მოსიყვარულე ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ოთახში ყველა ადამიანის ინტუიტიური გაგება. ქალწულს უყვარს უახლოესი ადამიანების ნუგეშისცემა. ცუდ დღეებში კი, არავინაა, ვინც მათზე ერთგულად და ძლიერად გაამხნევებს საყვარელ ადამიანებს. სხვების დახმარება და თანადგომა - ეს უბრალოდ ქალწულების ცხოვრების წესია.

3. კურო

კურო ზოდიაქოს ძალიან მგრძნობიარე წარმომადგენელია, რომელიც საოცრად გახსნილია უხილავი სამყაროს შესაგრძნობად. შესაბამისად, ის ერთ-ერთი საუკეთესო სულიერი მკურნალია.

შეიძლება კუროები ვერ აღმოაჩინოთ სახელოვან ჯადოქრებში, რადგან ეს მათი ზომიერი გემოვნებისთვის ზედმეტად ექსტრავაგანტულია, მაგრამ აუცილებლად შეხვდებით ამ ნიშნით დაბადებულ წარმატებულ ფსიქოთერაპევტებს. როგორც მიწის სტიქიის წარმომადგენლებს, მათ აქვთ განკურნების საფუძვლიანი მიდგომა. მათ იციან თუ სად გტკივათ და მკურნალობის ხელოვნებასაც ზედმიწევნით კარგად ფლობენ.

წყარო: trend.ge