Digest Logo

ზოდიაქოს ეს ნიშანი თვის მთავარი ფავორიტი იქნება - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

1639987149
მიხეილ ცაგარელი

„ეს არის კვირა, რომელიც, თითქმის, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის არის კარგი, მაგრამ 21-ში გვაქვს მზე ბუდობა.

21-ში ასევე მზე მშვილდოსნიდან გადადის თხის რქაში, ძლიერ და შეუპოვარ ნიშანში, რაც მიწის და წყლის ზოდიაქოს ნიშნებს გააძლიერებს“ - ამბობს მიხეილ ცაგარელი

„21-12-2021 წელი, 21:12 ან 21:21 წთ-ზე ილოცეთ და ჩაუთქვით თქვენ თავს სურვილი, სამშაბათი ამ მხრივ გვაქვს მნიშვნელოვანი“, - ამბობს ასტროლოგი.

ასევე, მისი თქმით, 23 დეკემბერს წელიწად-ნახევრით აღმავალი კვანძი გადადის ტყუპებიდან კუროში, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს საბანკო-საკრედიტო სფეროში და შესაძლოა, ხალხისთვის, უკეთესობისკენ შეიცვალოს საბანკო სისტემის საქმე.

სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს გეომაგნიტური დღეებია, თუ რამე პრობლემა იქნება გაიზომეთ წნევა.

♈ვერძი - ენერგოტონუსი ჯერ მაღალია, კარიერასა და ჯანმრთელობის კუთხით კარგი კვირა, რასაც ვერ ვიტყვით შემდეგ კვირაზე. ამ კვირაში შეიძლება მიიღოთ კარგი წინადადება მეგობრებისგან, თუმცა არ იჩქაროთ და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება.

♉კურო - ენერგოტონუსი მატულობს, მაგრამ შესაძლოა, ჰქონდეს საყოფაცხოვრებო და ფინანსური პრობლემები დასალაგებელი, ამიტომ, ამ მხრივ დიდი ენერგია წაუვა ამ საკითხებზე. ჯანმრთელობა უწყობს ხელს ეს პრობლემები გადალახოს.

♊ტყუპები - თან უნდათ ცვლილებები და რეფორმები, თან ეჭვები აქვთ, ღირს თუ არა ახალი საქმის დაწყება, სამყარო მათ ურჩევთ სარისკო მოქმედებები შემდეგი წლიდან დაიწყონ.

♋კირჩხიბი - უკვე ენერგოტონუსი მატულობს, შესაძლებლობები სასიყვარულო კუთხით უმჯობესდება. როგორც ყოფილი პარტნიორებისგან, ასევე ახალი პარტნიორისგან შეიძლება მიიღოთ შეტყობინება.

♌ლომი - შეიძლება ამ კვირაში კოლეგებთან გქონდეთ პრობლემები, სამსახურში შესაძლოა, მოხდეს რეორგანიზაცია, ამიტომ მაქსიმალური ტაქტი გამოიჩინეთ და არ შეხვიდეთ უფროსთან პოლემიკაში.

♍ქალწული - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნიშანია, მათთვის სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობებისთვის საუკეთესო პერიოდია. შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობით სერიოზული თანამდებობაც მიიღოთ, ან ხელმძღვანელისგან ბონუსი მიიღოთ.

♎სასწორი - უკვე ემზადება საახალწლოდ, ეს პერიოდი არ ვარგა უცხოეთში მოგზაურობისთვის და მათთან კონტაქტისთვის, თუ რაიმე ქონების საკითხია მოსაგვარებელი სჯობს, ამ კვირაში მოაგვაროთ, რადგან ეს ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ გადაწყდება.

♏მორიელი - ინტუიცია და იღბლიანობა მატულობს, ის რაც ახლა არ გამოვიდა, გამოვა იანვარში. როგორც თამადა, იდეალურად გამოავლენს თავს საახალწლო სუფრაზე.

♐მშვილდოსანი - საუკეთესო პერიოდია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის შეიძლება ჩაერთოთ ახალ ბიზნესში და ძველი საქმეებიდან დივიდენდები მიიღოთ, მაგრამ ნუ იქნებით ფანტაზიორები, ამას გვერდი აუარეთ და წარმატება თქვენ მხარესა.

♑თხის რქა - აი, ვინ არის მთავარი ფავორიტი. მზე ახლა გადადის 1 თვით თხის რქაში და მოემზადეთ, ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაფერი თქვენ მხარეს არის, ამ პერიოდში შეძლებთ ძველი ვალების დაბრუნებას და ახალ საქმეებსაც დაიწყებთ. თქვენი დროა, იღბალი თქვენ მხარესაა.

♒ მერწყული - იმ კვირიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირა გაქვთ, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა ამ კვირაში მოაგვარეთ, მაგრამ ახალი წლის დღეებს მაინც მსუბუქად გადაიტანთ.

♓ თევზები - გამოცოცხლდებიან, შარმი და ქარიზმა მატულობს. ინტუიციაზე დაყრდნობით სწორ არჩევანს გააკეთებენ. ურთიერთობა კოლეგებთან და უფროსებთან ბევრად უკეთესი გახდება, რაც მოგცემთ შანსს ახალი პერსპექტივები გამოავლინოთ. ასევე, ეს პერიოდი ხელს უწყობს საოჯახო ურთიერთობების გაუმჯობესებას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში

🔵რას უნდა ველოდოთ ცისფერი ვეფხვისგან - ასტროლოგი იმ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს ვისთვისაც 2022 წელი განსაკუთრებით კარგი იქნება

🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება

🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?

🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი