Digest Logo

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2021 წელს გათხოვდებიან

1607629930
ზოდიაქო გათხოვება

მეორე ნახევრის ძიება არც ისე მარტივი საქმეა... ძებნისას ბევრი იმედგაცრუება გხვდება, მაგრამ მთავარია შედეგი...

აი, ხომ ამბობენ, ვინც ეძებს ყოველტვის პოულობსო, ხოდა, მართლაც ასეა...

შესაძლოა, ეს სიყვარული 2020 წელს იპოვეთ, მაგრამ პანდემიის გამო ქორწილი ვერ გადაიხადეთ, მაგრამ 2021 წელი „სად გაგექცევა“...

 

გთავაზობთ, ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებიც 2021 წელს გათხოვდებიან.

🔘 სასწორი

სასწორ ქალებს ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება მეორე ნახევრის გარეშე, მათ საყრდენი და დაცვა სჭირდება. ამიტომ ისინი ადრეულ ასაკში თხოვდებიან. თუ რჩეული იმედს გაუცრუებს, ადვილად წყვეტენ ურთიერთობებს, მაგრამ მარტო დიდხანს არ დარჩებიან: სასწორებს ნებისმიერ ასაკში, თუნდაც, 80 წლის, შეუძლიათ მამაკაცების მოხიბვლა და გათხოვება. 2021 წელი კი აშკარად მათი წელია.

🔘 კურო

კუროს ვენერა მფარველობს და მის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ შარმს ანიჭებს. ახალგაზრდობაში ქალი კუროები ნამდვილად არ უჩივიან თაყვანისმცემლების ნაკლებობას. არიან ჭკვიანი, მშვიდი, ასევე კარგი მოსაუბრეები. შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე თაყვანისმცემელთან შეხვედრა. ისინი ერთგული და მოსიყვარულე ცოლები და შესანიშნავი დიასახლისები ხდებიან.

ქალი კურო ადრეულ ასაკში არ გათხოვდა, ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმის შანსი კიდევ არაერთხელ მიეცემა. ისღა დარჩენია, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს და ამ არჩევნის გაკეთებას 2021 წელი ნამდვილად მოგცემთ.

🔘 ტყუპები

ტყუპი ქალები აღმერთებენ ფლირტს, რომელიც იშვიათად გადადის სერიოზულ ურთიერთობებში. ამ ნიშნის გოგოები ხშირად ეძებენ იდეალურ პარტნიორს, რაც ხანდახან მთელი ცხოვრება გრძელდება.

ტყუპები არიან კეკლუცი, თავქარიანები. მათ ბედი 2021 წელს გაუღიმებთ.

🔘 ვერძი

კაშკაშა, განუმეორებელი, თავდაჯერებული ვერძი გოგონები ხშირად არიან თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული, მაგრამ ახალგაზრდობაში, როგორც წესი, გათხოვებასთან დაკავშირებით გრძელვადიან გეგმებს არ ადგენენ.

მათთვის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის არ არსებობს – ოჯახს ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში ქმნიან. იმდენად იმპულსური არიან, რომ გათხოვება ხუთწუთიანი ნაცნობობის შემდეგაც შეუძლიათ, ასევე შეუძლიათ ქორწინების ცერემონიიდან გაქცევა საპატარძლო კაბით. თუმცა, 2021 წელი მათთვის წარმატებისა და სიყვარულის მომტანი იქნება, რაც ქორწინებით დაგვირგვინდება.