ასტროლოგების განცხადებით, ნოემბრის უმეტესი პერიოდი ვენერას სიყვარულის სიგნიფიკიტორი თხის რქაში იქნება. ის კი მორიელში მყოფი მარსის სექსტილით იქნება მხარდაჭერილი. სწორედ ამ ასპექტის წყალობით ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს ნოემბერში ბედი გაუღიმებს.
ამ თვეში თხის რქებს და მიწიერი ტრიგონის ორ სხვა ნიშანს, რომელშიც ვენერა მდებარეობს, - ქალწულსა და კუროს, ყველაზე მეტად სასიყვარულო საქმეებში გაუმართლებს.
ვარსკვლავები კირჩხიბებს სასიყვარულო ფრონტზე წარმატებას ჰპირდებიან. იქ ბევრი მოვლენაა მოსალოდნელი, ვინაიდან თხის რქა სიმბოლურად მათი მეორე ნახევრის ნიშანია, ხოლო მარსი, რომელიც მხარს უჭერს ვენერას, კირჩხიბთან შედარებით მეხუთე სახლშია. ანუ სიყვარულის, ბავშვებისა და შემოქმედების სახლში. თუმცა კირჩხიბებისთვის ყველაფერი კარგი იქნება თუ ცუდი, მათზეა დამოკიდებული, მათ სურვილზე, თავი საყვარელ ადამიანებს მიუძღვნან.
ტყუპებს, ლომებსა და სასწორებს კი სიყვარულში ცვლილებას არ ჰპირდებიან. ვერძებისთვის, მორიელებისთვის, მშვილდოსანებისთვის, მერწყულებისთვის და თევზებისთვის სიყვარულში არც გამართლება, არც გაუმართლებლობაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, ნოემბერი ამისთვის საუკეთესო დრო არ არის. თუ ნიშნებზე ვსაუბრობთ, მაშინ ყველაზე წარმატებულად საქმეები კუროს, ტყუპებს, ქალწულს, სასწორს, თხის რქასა და მერწყულს წარემართება.
🔘აგრეთვე დაგანტერსებთ:
🔵რას გპირდებათ 2021 წლის ნოემბერი? ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
🔵რისი წელი მოდის 2022-ში და რას გვიმზადებს მისი სიმბოლო?
🔵ვინ გამდიდრდება ოქტომბერში? - ფინანსური ჰოროსკოპი
🔵ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლისთვისაც ჭამა ცხოვრების სიყვარულია
🔵რომელ ზოდიაქოს ნიშნებს შორის არის ყველაზე ვნებიანი კავშირი
წყარო: report.ge