ჩვენი ქვეყნის კულტურული ძეგლების შექმნის, აგებისა და მათი მტრისგან დაცვის ლეგენდარულ ამბებზე დიდებისგან განსხვავებით ბავშვებს განსხვავებული რეაქცია აქვთ.
თუ კაცები და ქალები სურამის ციხის გამაგრების მიზნით შენობაში ჩაყოლილი ზურაბის ამბავზე ამაყად ყელმოღერებულნი სადღეგრძელოს ბოლომდე შესვამენ, პატარები, იმ ადამიანის ტკივილს განიცდიან, რომელიც კონკრეტული ნაგებობის აშენებას შეეწირა.
სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დარდობს მოზარდი სურამის ციხის ლეგენდის მოსმენისას ზურაბის ამბავს.
„მართლა მოკლეს და ჩააბეტონეს, დედა, ის კაცი?“, - ეკითხება ბავშვი მშობელს.
თავის მხრივ მშობელმაც სცადა შვილის დამშვიდება. ვიდეოს კომენტარებში კი სოციალური ქსელის მომხმარებლები პატარას ემოციურ, ფაქიზ ბუნებასა და კეთილ ხასიათს უსვამენ ხაზს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
✔️ ბავშვის რეაქცია, როდესაც საბავშვო ბაღი დაკეტილი დახვდა
✔️ ხასიათი - საშინაო დავალება, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა