Digest Logo

რა არის სიყვარული? 9 წლის ქართველი გოგონას „სასწაული“ პასუხი

1601900573
რა არის სიყვარული?

რატომ? როგორ? სად? მერე? - ბავშვები წინადადებებს ხშირად ასე იწყებენ. ისინი გამუდმებით სვამენ შეკითხვებს და ჩვენგან ლოგიკურ, არგუმენტირებულ და ამომწურავ პასუხებს ითხოვენ. ხშირად ისეთ საკითხს წამოჭრიან, ჩვენც რომ არ გვიფიქრია ან პასუხი რომ არ მოგვეპოვება. ასეთ დროს მათი იგნორირება არ შეიძლება და არც მათ აქვთ ჩვენი უპასუხოდ დატოვების უფლება...

დრო მოვიდა მათაც გასცენ პასუხები „დიდურ“ შეკითხვებს. „დაიჯესტმა“ გადაწყვიტა, ამჯერად ბავშვებს თავად დავუსვათ შეკითხვები. ახლა მათ დაიწყონ საუბარი ფრაზით „იმირომტომ“ და გაგვიმხოლონ, რას ფიქრობენ ზოგადსაკაცობრიო თუ ფილოსოფიურ საკითხებზე.

„დაიჯესტის“ პირველი შეკითხვის ადრესატი 9 წლის ანანოა. მან სიყვარული უნდა „აგვიხსნას"“

რა არის სიყვარული?

„სიყვარული ბევრი რამ არის. ყველას სხვადასხვა რამ ჰგონია. მე ვფიქრობს სიყვარული საოცრება და სასწაულია. ის ძალიან, ძალიან საინტრესოა, იმიტომ რომ არსაიდან მოდის. პირველად რომ ნახავ ვინმეს, შეიძლება ნერვები მოგიშალოს და თქვა ეს ვინ ყოფილაო. მეორე დღეს კი შეგიყვარდეს. აი, ძალიან უცნაური რაღაცაა. ყველაზე ამოუხსნელი და ყველაზე კითხვის დამსმელი რამ არის. ჩემი აზრით სიყვარული ძალიან ლამაზია და სასწაულებსაც ასხდენს ხოლმე,“ - ამბობს 9 წლის ანანო.