Digest Logo

2021 წლის 5 ტრენდული საკვები - ფოტოები

1607183482
2021 წლის ტრენდული საკვები

როგორც იქნა (აქცენტი გააკეთეთ ფრაზაზე - როგორც იქნა),  2020 წელი სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოურმა გამოცემა EATTHIS-მა 2021 წლის ტრენდული კერძების სია შეგვიდგინა. 

სახლში გამოკეტილებს ისღა დაგვრჩენია ამ კერძების რეცეპტები მოვიძიოთ და კეთებაში დავხელოვნდეთ ან უბრალოდ, დაველოდოთ როდის გავარღვევთ საზღვრებს,რათა ისინი თავიანთ სამშობლოში დავაგემოვნოთ:

  1. ცხელი თაფლი

თუ 2021 წელს საზღვრის გადაკვეთა გვეღირსება და თან ამერიკას ვეწვევით, ბრუკლინი ცხელი თაფლის გაუსინჯავად არ უნდა დავტოვოთ. ის უკვე აშშ-ში ყველა მაღაზიის დახლზე იყიდება.

2. იაპონური სენდვიჩი

სხვანაირად, „სანდოსები“, პოპულარული ხდება ტეხასშიც. ლოს-ანჯელესსა და ვაშინგტონში უკვე იაპონური სენდვიჩების რამდენიმე მაღაზია გაიხსნა.

3. ბირია

ეს მექსიკური წვნიანი „სალიანკას“ კი ჰგავს, მაგრამ მომზადების წესით თუ ვიმსჯელებთ, სხვა გემო უნდა ჰქონდეს. მზადდება თხის, ღორის ან საქონლის ხორცისგან.

4. ზღვის პროდუქტები

ეს სამხრეთელების საყვარელი საჭმელი ყოველთვის იყო, თუმცა 2021-დან მის მეტ პოპულარობას პროგნოზირებენ.

5. დეტროტის სტილის პიცა

როგორც ამბობენ, მართკუთა პიცის პოპულარობა 52%-ით გაზირდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

მისტიკის დასასრული - ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნილია