Digest Logo

4 ქვეყანა, რომელიც იქ ცხოვრების შემთხვევაში ფულს გადაგიხდით

1605105372
გადასვლა სახლში

სტუდენტებისთვის ძვირადღირებულ ქალაქში ცხოვრება რთულია, რადგან ასეთ ქალაქებში განვითარების მაღალი ინდექსია და გადასახადებიც ძვირია. სტუდენტს, რომელიც სწავლობს და ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ დიდი ტარიფები იხადოს.მისთვის, მნიშვნელოვანია იცხოვროს ისეთ ადგილას, სადაც დაბალი ტარიფები იქნება და პროდუქტების თანხაც ხელმისაწვდომი იქნება.

უცხოური გამოცემა cnet.com გთავაზობთ 4 ქვეყანას, შტატს, რომელიც იქ ცხოვრების შემთხვევაში ფულს გადაგიხდით.

⚪ ოკლაჰომა

Tulsa Remote პროგრამა გადაგიხდით 10,000 დოლარს ტალსაში, ოკლაჰომაში საცხოვრებლად, მაშინაც კი, როდესაც დისტანციურად მუშაობთ.

ამისთვის საჭიროა:

  • ექვს თვეში ტალსაში გადასვლა.

  • გქონდეთ სრულგანაკვეთიანი დისტანციური სამუშაო ან იყოთ თვითდასაქმებული.

  • აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი.

  • გადასვლის შემთხვევაში, მიიღებთ უფასო სამუშაო ადგილს ტალსის ცენტრში, თანამშრომლების ოფისში.

⚪ ვერმონტი

დისტანციური მუშაკის საგრანტო პროგრამა საშუალებას გაძლევთ, ვერმონტში ნებისმიერ ადგილას იმუშაოთ. ოკლაჰომის პროგრამის მსგავსად, აქ გადასვლის შემთხვევაშიც, უნდა გქონდეთ სრულ განაკვეთზე დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა.

აღნიშნულ პროგრამაში, გრანტის მოპოვების შემთხვევაში წელიწადში მიიღებთ 5 000$.

⚪ კანზასი

კანზასში ფულის სანაცვლოდ იღებთ მიწას.

ქალაქი ლინკოლნი ხალხს უფასოდ გადასცემს მიწებს სახლების ასაშენებლად.

⚪ ალიასკა

სახელმწიფო ყოველ მუდმივ რეზიდენტს ყოველწლიურ დივიდენდს უხდის.

1 ადამიანზე გათვლილია 1 000$-დან 2 000$-მდე.

აღნიშნული თანხები ყოველწლიურად იცვლება, რაც დამოკიდებულია საფონდო ბირჟის საქმიანობასა და სხვა ფაქტორებზე.

⚪ აგრეთვე წაიკითხეთ: