მოგზაური და ბლოგერი გურამ შეროზია მოგზაურების ფეისბუქ ჯგუფში „თურქიშ ეარლაინისთ“ იაფად (გამოძრომის) მოგზაურობის ხრიკებს გვანდობს:
1. შიდა ფრენებზე თურქიშის ის ბილეთი იყიდეთ, ანუ იმ საათზე, როცა იაფია და როცა მიხვალთ მერე გადაცვალეთ იმ დროზე, რომელიც გინდოდათ, უფასოა.
ანუ, ვთქვათ ფრენა გინდათ 8 საათზე, მაგრამ ყველაზე იაფი არის 11 საათიანი, ეგ იყიდეთ და აეროპორტში გაცვალეთ.
2. გაუღიმეთ რესტორანში მიმტანებს და დასაჯდომი მოითხოვეთ, თუ გენდობიან - გადაწევენ ფარდას და დაგსვამენ მაგიდასთან სვეცკად, ნორმალური თეფშ-დანა-ჩანგლით და ქუჩაში დგომა აღარ მოგიწევთ.
3. სასმელები იყიდეთ საზღვარზე, იქ ძვირია და ბანძი არჩევანი :))
4. ტანსაცმელი ბევრი არ წაიღოთ, ზარაში იყიდეთ, ჩეკი არ გადააგდოთ. ჩაიცვით, იპოზიორეთ, მეორე დღეს დააბრუნეთ და ახალი აიღეთ და ასე, ცვალეთ ლუქები ყოველ დღე
5. სასტუმრო სჯობს დაჯავშნოთ იმავე დღეს, როცა რჩებით - ლასთ მინით კარგი სეილებია
6. სოლო ბარათი გეგდოთ, აეროპორტის პრაიმ კლასის ლაუნჯებში შევარდებით, ჭამთ, სვამთ, ჩანთაში რამდენიმე ჰამბურგერ-მაფინს და წყალსაც წამოიღებთ და გზაშიც მიირთმევთ :)))
7. თუ ბოლო დღეს ფული გამოგელევათ, წადით გრანდ ბაზარში: ჯერ ყველი და თხილი მიირთვით დეგუსტაციის სახელით, მერე ბაქლავა და სხვა ტკბილეული მიაყილეთ, ბოლოს უფასო ყავა-ჩაით ჩაიკოკლოზინეთ ყელი
გაამოთ
პ.ს. matxovariiii და/ან dzunwiiii თავი გაბიათ, ჩელენჯია ერთგვარი