Digest Logo

106 წლის მოცეკვავე, რომელმაც სიბერე დაამარცხა

1622532279
106 წლის ქორეოგრაფი

BBC 106 წლის ქორეოგრაფი ქალის შესახებ წერს, რომელიც ასაკს არ აღიარებს.

ათწლეულების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრების შემდეგ, კრამერი სიდნეიში 99 წლის ასაკში დაბრუნდა. მას შემდეგ ის თანამშრომლობდა მხატვრებთან, რომლებიც მის ნიჭსა და ცხოვრებისეულ ვნებას - ცეკვას, გადმოსცემდნენ. კრამერს მოხდენილი, დრამატული მოძრაობები აქვს.

99 წლის კრამერს ხშირად ეკითხებიან თუ საიდან მოდის მისი მთელი ენერგია - და არის, თუ არა საიდუმლო სიბერეში. რაზეც 106 წლის კრამერი პასუხობს, რომ - „მოხუცი არ არის, უბრალოდ დიდი ხანია ცხოვრობს და ბევრი რამ ისწავლა“.

„ხემ შთამაგონა ჩემი ქორეოგრაფია... ოდესმე გინახავთ ახლოდან? ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ზღაპრის სასახლეში ხართ. ამან ბავშვობაში დამიბრუნა,“ - ამბობს ის.

მისი ცეკვის კარიერა ოთხ კონტინენტსა და ერთ საუკუნეს მოიცავს, ცეკვა, ყოველთვის მისი პირველი სიყვარული იყო.

კრამერი ამბობს, რომ იგი არასდროს დაინტერესებულა ჯანმრთელობით და ცუდად ყოფნით: არ ვიღებ აბებს, გარდა ექიმის გამოწერილი ვიტამინებისა.

წყარო: www.bbc.com