Digest Logo

ამსტერდამში კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი კაცი დააკავეს

1605518058
ამსტერდამის აეროპორტი

ამსტერდამის შიფოლის აეროპორტის თვითმფრინავში ასვლისას სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული ქართველი კაცი დააკავეს. 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 32 წლის საქართველოს მოქალაქე, შიფოლის აეროპორტის გავლით მალტაში მიფრინავდა. სამართალდამცავებმა ის კარანტინში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ მან იცოდა თავისი დიაგნოზი. ამაზე მოწმობს კოვიდდადებითის საბუთი, რომელიც მას ჯიბეში უპოვეს.

ამ დროისათვის, ჩრდილოეთ ნიდერლანდების პოლიცია საქმის უფრო ღრმად გამოძიების პროცესშია, ქართველი კაცი კი, მათი პროკურატურის უფლებამოსილების ქვეშაა მოქცეული.